"პარტენოპეიმ" გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია 65-ე წუთზე შეცვალა, რასაც ჩვენებურის უკმაყოფილება მოჰყვა.
იტალიური მედია პორტუგალიაში ხვიჩას თამაშს აფასებს და კვარაცხელიას შესახებ წერს:
Corriere Dello Sport: მისი თამაში ერთფეროვანი იყო, ის აშკარად გრძნობს ზეწოლას, რომ გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, ასევე ზეწოლას რომ მისგან მუდამ ფენომენალურ თამაშს ელიან.
მისი ფეხები ადრე პეპლის ფრთებივით დაფარფატებდა, ახლა კი თითქოს სიმძიმის ქვეშ იყო. რაც შეიძლება სწრაფად გამოცოცხლება და შემსუბუქება სჭირდება.
Gazzetta:
The Morning: ვიქტორ გომეზმა მისი პარალიზება მოახერხა. ის მოედანზე არ ჩანდა და ზოგიერთ შემთხვევაში გამაღიზიანებული იყო. კვარაცხელიას ცოტას დარბის და უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებს და ხშირად დაბნეული გამოიყურება.