ფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელი რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულების გამო Marte-ს ეთერში გააკრიტიკა:

"როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს და იგებს, მაშინვე უნდა შეიცვალო, რათა უკეთესი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიუტი ხარ. როდესაც საქმეები ცუდად მიდის, ფეხბურთელებს ცვლის. წარმატებული გასული სეზონის შემდეგ, რაც ახლა ხდება, რაღაც ნეგატიური კი არა, ინტელექტის დეფიციტის აქტია.

გარსია პატივმოყვარეა, თავისი უპირატესობის დამტკიცება სურს და მისი მხრიდან ქართველის მიმართ აგრეთვე აშკარა იდიოსინკრაზიას ვხედავ. "კვარას" განტევების ვაცად იყენებს. როდესაც ნიჭიერი მოთამაშე
გყავს, კი არ უნდა შეცვალო, არამედ მხარი უნდა დაუჭირო. ასეთ ვითარებაში ქართველი ფსიქოლოგიურად როგორ მდგომარეობაში იქნება?

რა უნდა მოიმოქმედონ, რათა "ნაპოლიმ" თამაში გამოასწოროს? მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ნახევარ სიმართლეს ამბობს და ზომების ნაწილობრივ მიღებას მოითხოვს. არავითარი სურვილი არ მაქვს, ვინმესგან მადლიერება დავიმსახურო. "ბრაგასთან" შეხვედრა განგაშის მაუწყებელია და მწვრთნელის შეცვლაა შესაძლებელი, მაგრამ საქმე იმაშია, ვის დანიშნავენ გარსიას ნაცვლად. აურელიო ანდრეაცოლი? ურიგო იდეა არაა - სპალეტის შემდგომ პერიოდში კარგი ვარიანტია. ის "რომაში" სპალეტის მთავარი თანაშემწე იყო და ნეაპოლურ კლუბში თავისი ხედვა ექნება".

მკითხველის კომენტარები / 19 /
აბსოლიტურად ჯანსაღი შეფასება სიტუაციის! სულ რომ 5:0 მოეგო ნაპოლის, ეს არ ნიშნავს რომ გარსია "ვირტუოზია", ის მაგარი უსუსტესი და ჯიუტი (ცუდი გაგებით) მწვრთნელია ფეხბურთის სამყაროში. მას გეგმა "A" აქვს მოხაზული (ჩანს კარგადაც როგორი) და თუ არ გაამართლა არ გააჩნია ალტერნატივა, არც "B" და "C"-ზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! ნებისმიერი სპორცმენი ზოგჯერ ემოციების გავლენის ქვეშ ექცევა რასაც განიცდის ხვიჩა და რაც კიდევ აისახება მის თამაშის ხარისხზეც, ძალიან ძნელია ითამაშო იმ სტრესის და ნერვიულობის ფონზე რაშიც იმყოფება! გარსია საერთოდ გუნდს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს! მე არ მესმის კიდევ ვიმეორებ ანგისას მოედანზე ყოფნის დანიშნულება, ძალიან ცუდი და უსუსტესი თამაშები აქვს ბოლო პერიოდში, აღარაფერს ვამბობ ოსიმენის გაცუდებულ და უამრავ შეცდომებზე რასაემატება მისი ძალიან ცუდი თვისება "ამპარტავნობის და ეგოისტობის", რაც ძალიან შესამჩნევია! პასების დეფიციტი, დაცვის სუსტი მხარეები, შუა ხაზი ისეთივე მდგომარეობაშია როგორც საქართველოში მოსახლეობის საშუალო ფენა, ანუ არ არსებობს!!!! აურელიოს და მის "პაიკს" გარსიას გუნდი მიყავთ უფსკრულისაკენ!!! სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გარსია!!!! ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ჯანსაღი კრიტიკა, რისკენაც მოვუწოდებ ყველას და არ არის საჭირო ბეხბურთელის მიწასთან გასწორება და დაცინვა, რა სჭირს კვარას ვიღაცეების დასაცინი! კაცმა, დიდი ხნის ხელებ ჩაქნეული უკან ფეხბურთისკენ მომაბრუნა!!!!!! წარმატებები ჩვენს "ბიჭს" და სიამაყეს!!!
NAPOLI!
21:00 21-09-2023
1
რატომღაც მჯერა რომ გარსია სეზონს ვერ დაამთარებს
მამუკა
23:13 21-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული