ხვიჩა გაბრაზებულია - როგორ სრულდება მსგავსი ამბები და რა იქნება "ნაპოლიში"? - "კვარას" სეზონის საუკეთესო მატჩი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა "ნაპოლიმ" გამარჯვებით ("ბრაგასთან" სტუმრად 2:1) დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უფრო მაღალი დონის გუნდმა, შესაბამისი შემსრულებლებითა და ცოტა იღბალით, გაიმარჯვა. ნეაპოლელები ჯგუფის ყველაზე სუსტ მეტოქეს ხვდებოდნენ და მომავალ მატჩებში კიდევ უფრო მეტი დასჭირდებათ. სუბიექტურობისგან მაქსიმალურად დაცლილს იმის დაწერა შეგვიძლია, რომ რუდი გარსიას გარკვეული მიზნები ამოუცნობი რჩება, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში. ამის მიუხედავად, ქართველ ლეგიონერს ჩვენ სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, რაც ახლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

თუკი სპალეტის იმის გამო ვაკრიტიკებდით, წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთი ტაქტიკური სქემით შეეძლო და მრავალფეროვნება
აკლდა, ახლა დომინანტური ფორმაციის გამოკვეთაც გვიჭირს. თავდაპირველად ისე ჩანდა, გარსია გუნდს როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე თამაშს ავალებდა, ახლა კი გამოჩნდა, ეს უბრალოდ ცოტა ქაოტურად ხდებოდა. ფრანგი მთავარი მწვრთნელი მოწადინებულია, ნახევარდაცვა მხოლოდ ლობოტკაზე დამოკიდებული აღარ იყოს. სლოვაკი საკუთარი შარშანდელი კონდინციებიდან შორსაა, პორტუგალიურმა შეხვედრამ კი ის გამოაჩინა, რამდენად სარისკოა, მისი საქმე ანგისას დაავალო.

გასაგებია მწირი რესურსი, თუმცა გარსიას იშვიათად შეაქვს ის სიახლეები, რისი შესაძლებლობაც აქვს. ტრავმირებულთა სიაში არ ყოფილა, მაგრამ განაცხადს მიღმა იყო კაიუსტე, რომელსაც ცოტა დაძაბული დებიუტი ჰქონდა, იმის შემდეგ კი არსებულ შუა ხაზში საკმაოდ განსხვავებულ უნარებს ავლენს. საერთოდ არ ეძლევა დრო ლინდსტრომს, არადა, ლოსანოს წასვლის შემდეგ, პოლიტანოს ალტერნატივა სწორედ ის უნდა იყოს და არა ამპლუაშეცვლილი რასპადორი ან ელმასი.

Sportall.Ge

რაც შეეხება კვარაცხელიას - ხვიჩას მიმდინარე სეზონის ცალსახად საუკეთესო მატჩი ჰქონდა, შეტევაში მისი ყველა ჩართვა ფაქტობრივად, სახიფათო მომენტით მთავრდებოდა. "კვარა" დრიბლინგზე თამამად მიდიოდა, თუმცა პორტუგალიელებს დაზღვევის მექანიზმები კარგად ჰქონდათ განვითარებული. "ბრაგამ" მარჯვნიდან რამდენიმე შეტევა განახორციელა, ქართველი გარემარბის გააქტიურების შემდეგ კი მასზე უარის თქმა დასჭირდათ. აშკარაა, რომ 77-ე ნომერი სულ უფრო უკეთეს ფორმაში შედის, ტრავმიდანაც საკმაოდ დიდი დრო გავიდა და დაღლილობა ისე ნამდვილად არ ემჩნევა, მოედნიდან ნაადრევად გაიყვანონ. ისე ჩანს, გარსია საკუთარი საზღვრების მონიშვნას და იმის ხაზგასმას აპირებს, ავტორიტეტები რომ არ არსებობენ. ვხედავთ, კვარაცხელია უკმაყოფილოა და როგორც წესი, მსგავსი გამოცდილებები ბოლოს მწვრთნელებისთვის პრობლემების შემქნით სრულდება, ეს თავად რუდისაც მშვენივრად მოეხსენება. სხვა საქმეა დე ლაურენტისი - კლუბის პრეზიდენტი. ფრანგი თავკაცი ალბათ იმითაც კმაყოფილია, მისი შენიშვნის შემდეგ დაცვით ფაზაში გაცილებით აქტიური ოსიმენი რომ ვნახეთ. ნიგერიელი ბრაგაში ცივსისხლიანი არ ყოფილა, გასული სეზონის ვიქტორი ასეთი შეხვედრიდან უგოლოდ არ გავიდოდა. კარგი იქნებოდა, თუკი ის ქართველის პასს გოლად აქცევდა და მძლავრი დუეტი კვლავ შედეგიანად ამოქმედდებოდა.

რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ უახლოეს მომავალში? მცირე დრო ცენტრალურ მცველ ნათანსაც მიეცა და იქნებ სამომავლოდ მასშიც კია დაცვის დალაგების მექანიზმები. ამ ეტაპზე ნორვეგიელი ოსტიგორის პროგრესს აღვნიშნავთ, რაც კიმის დონის პარტნიორთან უფრო საგრძნობი იქნებოდა. თუკი გარსიას მიაჩნია, რომ რასპადორის ან ელმასს მეტი დრო უნდა მიეცეს, მაშინ ტატქიკურ ცვლილებებზეც მოუწევს დაფიქრდება, თანაც სუსტი საყრდენი ზონის ფონზე.

წინ მადრიდის "რეალთან" თამაშია, მანამდე კი საკუთარ კედლებში "ნაპოლი" უფრო ძლიერი და წინა სეზონის მსგავსი დომინანტი უნდა გახდეს - ლიდერების კარგ ხასიათზე ყოფნით!..

alt"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

altრუდი გარსია: ხვიჩას საუკეთესოდ სათამაშოდ დრო სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 23 /
მე მგონი რაღაც ბინძური თამაში მიდის კულისებში - Money makes the world go round.
გურამი
15:01 22-09-2023
0
შეცვლა მწვრთნელმა შეიძლება რომ გააკეთოს ოთხი მიზეზით. პირველი- როცა თამაში ფაქტობრივად მოგებულია და გინდა რომ გამოსცადო სათადარიგო. მეორე- როცა ძირითადის ფეხბურთელს არ მისდის თამაში და მას ანაცვლებ სათადარიგოთი. მესამე- როცა გინდა ტაქტიკური ცვლილება და გადაადგილება განახორციელო თამაშში და შემოსულ ფეხბურთელს აყენებ არა იმ ადგილას სადაც თამაშობდა ძირითადი. და მეოთხე- როცა სათადარიგო გყავს მესი. თუ არც პირველი ვარიანტია, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე და აკეთებ ცვლილებას... მაშინ ხარ დებილი.
ქუთაისი
22:02 21-09-2023
2

სიახლეები პოპულარული