კიტეიშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" "შტურმს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სახლში ლისაბონის „სპორტინგთან“ 1:2 დამარცხდა.

კიტეიშვილი ძალიან აქტიური იყო და მასპინძლები მისი გამორჩეული მოქმედების შედეგად დაწინაურდნენ - ოთარმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო, შორიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ბოვინგმა დაასწრო. ქართველს აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ფეხს იტკიებდა და 68-ე წუთზე შეცვალეს. ამის შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ტურნირზე შემდეგ მატჩს „შტურმი“ 5 ოქტომბერს პოლონეთში „რაკუვთან“ ჩაატარებს.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - სპორტინგი 1:2
გოლები: 1:0 ბოვინგი (58), 1:1
გეკერესი (76), 1:2 დიომანდე (84)

„ყარაბაღმა“ საკუთარ მოედანზე „მოლდე“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბევრად უკეთეს გუნდს იმსახურებს ოთო. სპორტინგის მწვრთნელს მოეწონა, ეგებ დაინტერესდნენ.ასეთი შრომისმოყვარე და მიზანდასახული+შემდგარი ფეხბურთელი ცოტა გვყავს ამჟამად
Erling Haaland
06:48 22-09-2023
0
კიტეიშვილი ბუნდესლიგის დონის ტალანტია.
odala
12:10 22-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული