კვერნაძე დაბრუნდა - "ფროზინონე" ისევ არ დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში „სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა, სტუმრები რომანიოლიმ დააწინაურა, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ტურატი. თუმცა, სალერნოელებმა შესვენების შემდეგ მაინც გაათანაბრეს ანგარიში და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

გიორგი კვერნაძე მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მატჩის წინ შეაქო, თქვა, რომ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, პროგრესირებს და 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. ქართველმა სამი მატჩის შემდეგ პირველად ითამაშა. ის მარჯვენა ფლანგზე გაისარჯა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

„ფროზინონე“ ბოლო 4 შეხვედრაში არ დამარცხებულა, 8
ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და 28 სექტემბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ფროზინონე 1:1
გოლები: 0:1 რომანიოლი (12), 1:1 კაბრალი (51)



„სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
"საბუდარელ Ჭაბუკს" ვურᲩევ სანამ დროა მოᲨორდეს ჯუᲦელს.
ჯიმი
23 სექტემბერი 2023 20:14
0
ცოტა მორიდებულადაა მინდორზე და თანაგუნდელებთან, არადა მეტი შეუძლია.
შაკო
23 სექტემბერი 2023 12:39
0
კვერნა აუცილებლად ათამაშდება.ადაბტაციაც არ გაუვლია ჯერ.ყველაფერი დადგება თავის ადგილას.გიო შენ გვერდით ვართ
Daviti
23 სექტემბერი 2023 12:24
0
ფროზინონე ისევ არ დამარცხდაო, რატომ უნდა დამარცხებულიყო ?
სამართალი
23 სექტემბერი 2023 12:17
0
კონფერენს ლიგაზე იბრძოლებენ ალბათ
Levani
22 სექტემბერი 2023 23:18
8
ოც წუთამდე ითამაშა. ორჯერ მიიღო ბურთი.ძირითადად დაცვას ეხმარებოდა მარჯვენა ფლანგზე.
ჯუჯი
22 სექტემბერი 2023 22:40
1

სიახლეები პოპულარული