კაცნაკლული "ვალენსია" სახლში "სოსიედადთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა.

32-ე წუთზე კარლოს ფერნანდესმა გიორგი მამადაშვილის კარი დალაშქრა და სტუმრები დააწინაურა, 45-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა სელიმ ამალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. შესვენების შემდეგ გუნდებმა მომენტები, ფაქტობრივად, ვერ შექმნეს და ანგარიში არ შეიცვალა.

„ვალენსია“ 10 ქულით მერვე ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - სოსიედადი 0:1
გოლი: ფერნანდესი (32)
გაძევება: ამალა (45, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაა ვალენსია?
toti
17:29 28-09-2023
0
ვილიარიალი-ჟირონას ლინკი გიდევთ :))
Irakli Apkhaidze
11:36 28-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული