32-ე წუთზე კარლოს ფერნანდესმა გიორგი მამადაშვილის კარი დალაშქრა და სტუმრები დააწინაურა, 45-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა სელიმ ამალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. შესვენების შემდეგ გუნდებმა მომენტები, ფაქტობრივად, ვერ შექმნეს და ანგარიში არ შეიცვალა.
„ვალენსია“ 10 ქულით მერვე ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - სოსიედადი 0:1
გოლი: ფერნანდესი (32)
გაძევება: ამალა (45, ვალენსია)