თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ოსტეგორმა დაასწრო. თუმცა მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა; ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი
იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.
ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - რეალი
გოლები: 1:0 ოსტეგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34)