იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" 1:3 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს. თავი ხოსიპ ბრეკალომ გამოიჩინა. 45+5 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 63-ე წუთზე გოლის გატანა ჯაკომო ბონავენტურამ მოახერხა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93+3 წუთზე ნიკოლას გონსალესმა დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია, ტრადიციულად, აქტიური არ ყოფილა, ორჯერ დარტყმული დაუბლოკეს, თითო-თითოჯერ კი მეტოქე დააჯარიმა და თვითონაც დაჯარიმდა.
8 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "ვერონასთან" გამართავს.
"ფიორენტინა" 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 23 ოქტომბერს კი "ემპოლის" ესტუმრება.
მეტი საქმე არ გაქვთ ?!
ან რა თქვენი საქმეა ხვიჩა როდის ან ვის მოიყვანს ცოლად
ერთი ადილი დააყენეთ და თქვენ პირად ცხოვრებას მიხედეთ
ამაზრზენები ხართ
გამგები გაიგებს ვის ეხება ეს კომენტარი !!
ხვიჩამ გულშემატკივრებს უნდა გითხოს როდის დაქორწინდეს და ვისზე
ნორმალურები თუ ხართ საერთოდ ვინ გეკითხებათ მის პირადს რომ განიხილავთ რაც არ არის თქვენი საქმე ჩაიგდეთ ენა !!!
გამგები გაიგებს ვის ეხება ეს კომენტარი