იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" 1:3 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს. თავი ხოსიპ ბრეკალომ გამოიჩინა. 45+5 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 63-ე წუთზე გოლის გატანა ჯაკომო ბონავენტურამ მოახერხა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93+3 წუთზე ნიკოლას გონსალესმა დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია, ტრადიციულად, აქტიური არ ყოფილა, ორჯერ დარტყმული დაუბლოკეს, თითო-თითოჯერ კი მეტოქე დააჯარიმა და თვითონაც დაჯარიმდა.
8 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "ვერონასთან" გამართავს.
"ფიორენტინა" 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 23 ოქტომბერს კი "ემპოლის" ესტუმრება.
ეგრეა, რომ აგივარდება თავში. არც ესაა პირველი და არც ბოლო! იყავი ის, რაც ხარ. მე კი მინდა, რომ ყველაზე მაგარი იყოს და ყველასაც უნდა, მაგრამ ჯერჯერობით არაა ეგრე.
ჟორჟისაც არ უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში? :):):) აიაქსი ხომ გადარია :)
თავში ნუ გივარდებათ! ერთხელ ჯოხიც გაისვრის. ასეთი განწყობით და ქცევით "სტაბილურ" დიდებამდე შორსაა! ამიტომ "ფინთი გოიმებივით" არ უნდა ავარდეთ ხოლმე!