საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ მცხეთაში, დედათა მონასტერში ჯვარი დაიწერეს. ქართველი ფეხბურთელის დაქორწინებაზე Radio Punto Nuovo-ს ეთერში კომენტარი "ჯენოას" ყოფილმა მცველმა და მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ გააკეთა:
"ახალგაზრდულ ასაკში დაქორწინებას ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ყურადღების ცენტრში ხარ, როგორც კვარაცხელიაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ნაბიჯი, რომელიც ფსიქოლოგიურად სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის. როდესაც მშვიდი მეუღლე ასეთივე სიმშვიდეს გადმოგცემს, მართლაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".
იტალიური პრესის ცნობით, ხვიჩა ნეაპოლში დღეს უნდა დაბრუნდეს.
ასეთი დაბალი დონის ხალხი საქართველოში რომ ცხოვრობს მე არვიცი სხვაგან თუა.
რამდენი რამე გამაღიზიანებს რაც სოც. ქსელში იდება, იმდენი რომ გამოვხტე ვითომ ბრძნული აზრებით.რატო სქროლავ ამდენს თუ უსაქმური არ ხარ