ხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონა“ 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორი გოლი გაიტანა.

მატჩი მოულოდნელად მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე მერეტს ორჯერ მოუწია ბურთის მოგერიება, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, რომელთა რიგებში ტრავმირებული ოსიმენი არ იყო - ორჯერ თავისი გუნდი მეკარე მონტიპომ გადაარჩინა, 27-ე წუთზე კი პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. მორიგი იერიშისას კაიუსტემ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, მსაჯმა ფარაონი“დაინდო“, მარიანის კი ყვითელი ბარათი უჩვენა. 43-ე წუთზე კი ხვიჩა ფარაონის გაექცა და ანგარიში გაზარდა,
ხოლო მის აღნიშვნას შეხლა-შემოხლა და ფარაონის გაფრთხილება მოჰყვა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მცველები და მეკარე გააბითურა და დუბლი შეასრულა. ვერონელებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და შეცვლაზე შესულმა ლაზოვიჩმა ანგარიში შეამცირა. კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.


„ნაპოლი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 პოლიტანო (27), 0:2 კვარაცხელია (43), 0:3 კვარაცხელია (54), 1:3 ლაზოვიჩი (60)

მკითხველის კომენტარები / 57 /
არ წამიკითხია კომენტარები. მოკლედ გილოცავთ ყველას და პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას :) ძალიან გამიხარდა რომ ორი გაიტანა. უბრალოდ კვარა მინდა რჩევა მოგცე რა , გულწრფელად და ყველანაირი რაღაც ჩასაფრების გარეშე, მოდი ხალხის ლაიქებმა გადაწყვიტოს რამდენი კაცი მეთანხმება - არ მგონია ლამაზი, რაღაც ცოტა მეჩვენება რომ აგრესიამ მოიმატა შენში და ეს აღნიშვნაც, შეიძლება ლამაზია და რამე, მარა ოდნავ აგრესიული გამომეტყველებით აკეთებ თითქოს, რაღაც იქცევი კიდეც ცოტა გამომწვევად ამ ბოლო დროს, სულ ოდნავ და მგონია, რომ არ არის საჭირო. ყველას უყვარხარ , მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარსაც, ფეხბურთელებსაც, სწორედ შენი თავმდაბლობის და ღიმილის და უშUალობის გამოდა დღეს რომ ვერონაში გისტვინეს ეს მგონია გოლების ბრალია არაა იმდენად, რამდენადაც გულგატეხილობის უფრო, რომ მაგათ ესროლე ეს ისრები თითქოს, მერე იმ კაპიტნის რეაქციაც არ იყო შემთხვევითი, არ უნდა იყოს რამე დამამცირებელი მეგობარო შენ აღნიშვნაში , ან მინიმუმ ოდნავ ღიმილით მაინც გააკეთე, რაღაც უხეში მოძრაობები და ყვირილი არ გიხდება ასე მგონია. მიიღე ეს როგორც ჩემი საყვარელი ფეხბურთელის მიმართ სურვილი და მეტი არაფერი. წინ და წარმატებები ჩემო ხვიჩა
საქმეც მაგაშია
02:40 22-10-2023
8
ჰაჰა შემოვედი, მეთქი დუბლი მაინც გაუხარდებათთქო და ტრადიციულად აუყროლებიათ საიტი.
ახლა იმას ვერ იძახიან, გოლები ვერ გააქვსო და აღნიშვნის დაწუნებაზე გადასულან. საწყლები.
როგორც უნდა ისე აღნიშნავს და სადაც უნდა.
დაოკდით
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული