ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავითაშვილის "ბორდო" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ანჟესთან“ 0:2 დამარცხდა.

ჟირონდულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, აქტიური იყო, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

„ბორდომ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, მეხუთე მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, 11 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 28 ოქტომბერს „როდეზს“ უმასპინძლებს.

ანჟე. „რაიმონ კოპა“
ანჟე - ბორდო 2:0
გოლები: 1:0 ლოპი (33), 2:0 ბაოია (60)