ქართველი გარემარბი მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ თანაგუნდელებისგან პასები ისეთ სიტუაციაში ვერ მიიღო, გაბრაზება აქტიურად გამოხატა, რაც ნაკლებად სჩვევია. ხვიჩას ეუხეშნენ და და ამასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ თავის სტილში გაიტანა, აღნიშვნამ კი მოწინააღმდეგეთა როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ხვიჩამ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, როცა კვიპროსის ნაკრების კარი დალაშქრა. ყველა
ადესანიას აღნიშვნა
ხვიჩას დატვირთული პერიოდი გამოუვიდა. მან საქართველოს ნაკრების მაისურით ორ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ "კვარადონას" ჯვრისწერის ცერემონიალი ჰქონდა, ნეაპოლში გადაფრენის შემდეგ კი, გასვლითი შეხვედრის ჩასატარებლად, ვერონაში ჩაფრინდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კვარაცხელიას მონდომება და ფიზიკური შესაძლებლობები რა მაღლა დგას. ერთხელაც უნდა გავიხსენოთ ის გამოხმაურებები, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ხვიჩას "მშრალი" პერიოდი მის პირად ცხოვრებაში ცვლილებებს დაუკავშირა და ის ნათქვამიც გაიხსენეს, ერთ დროს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა შოთა არველაძეს სხვა კონტექსტსა და სიტუაციაში რომ უთხრა.
ქართველმა ფეხბურთელმა "ვერონასთან" ითამაშა ისე, როგორც უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა - დამაჯერებლად, ზუსტად იმდენი, რამდენის საჭიროებაც არსებობდა. ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და იყო ეპიზოდები, როცა ტრავმის რისკის გამო ორთაბრძოლებში აქტიურად შესვლა სახიფათოც კი გახდა. როცა 77-ე ნომერი ფორმაშია, მისი შეჩერება რთული ამბავია, თანაც, თუკი ამას ხელს გუნდიც უწყობს ისე, როგორც მატეო პოლიტანო აკეთებდა. ჯაკომო რასპადორი კარგად მოძრაობდა და ნეაპოლელები შეტევას ჩაწოდებებით არ ავითარებდნენ, როგორც ეს მინდორზე ვიქტორ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ნიგერიელის დონის მიუხედავად, მისი არყოფნა ზოგჯერ იქნებ უკეთესიც იყოს, მათ შორის, "კვარასთვის", რომელიც მუდმივად იმაზეა ორიენტირებული, ოსიმენს დროული პასი მიაწოდოს. მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგა, ბერლინი და "უნიონია".
კვარაცხელიამ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო
ხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]
https://youtu.be/JhVcNmdoohM?si=ql4sLkpNuVmFddQT