
"ვერონასთან" სერია A-ს მეცხრე ტურში სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა:
8.6 Whoscored-ისგან, 8.9 Sofascore-სგან და 8.3 Flashscore-სგან.
„ნაპოლი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს.