ხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონა“ 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორი გოლი გაიტანა.

მატჩი მოულოდნელად მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე მერეტს ორჯერ მოუწია ბურთის მოგერიება, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, რომელთა რიგებში ტრავმირებული ოსიმენი არ იყო - ორჯერ თავისი გუნდი მეკარე მონტიპომ გადაარჩინა, 27-ე წუთზე კი პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. მორიგი იერიშისას კაიუსტემ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, მსაჯმა ფარაონი“დაინდო“, მარიანის კი ყვითელი ბარათი უჩვენა. 43-ე წუთზე კი ხვიჩა ფარაონის გაექცა და ანგარიში გაზარდა,
ხოლო მის აღნიშვნას შეხლა-შემოხლა და ფარაონის გაფრთხილება მოჰყვა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მცველები და მეკარე გააბითურა და დუბლი შეასრულა. ვერონელებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და შეცვლაზე შესულმა ლაზოვიჩმა ანგარიში შეამცირა. კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.


„ნაპოლი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 პოლიტანო (27), 0:2 კვარაცხელია (43), 0:3 კვარაცხელია (54), 1:3 ლაზოვიჩი (60)

მკითხველის კომენტარები / 57 /
დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს ასეთი ტალანტი გიორგი ქინქლაძის მერე არ ყოლია.
გინქლაძებ გაფლანგა თავისი ნიჭი
აი ხვიჩაში ვარ დარწმუნებული. ნამდვილი პროფესიონალია და უდიდეს სამსახურს გაუწევს ქართულ ფეხბურთს.
დარწმუნებული ვარ ოქროს ბურთს დადებს.
4
მესი სულ სხვა ტიპაჟია და მას მისი თვისებებიც დაეხმარა ისტორიაში საუკეთესო რომ გამხდარიყო და ამდენი ტიტული მოეგო. ხვიჩა ბოღმიან რონალდუს ჰგავს საქციელებში, რომ თქვა კრიტიკოსები მაძლიერებენო და რაღაცეები კიდევ:დ
Hung
10:32 22-10-2023
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული