"უოტფორდის" გულშემატკივრები ჩაკვეტაძის თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-12 ტურში "უოტფორდმა" "შეფილდი" საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და თამაშშიც მშვენივრად ჩაერთო, პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა 7.3 შეფასება დაუწერა, რაც მოედანზე გატარებულ 28 წუთში მშვენიერი რეიტინგია.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდმა" სოციალურ ქსელში გიორგის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "სათადარიგო სკამიდან", რასაც 2000-მდე მოწონება აქვს, კომენტარებში კი ჩვენებურის მიმართ ქებას არ იშურებენ.

"მან თამაში შეცვალა"

"ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, არ ეშინია მეტოქეზე წასვლა"

"ვარსკვლავბიჭუნა, ჩაკვეტაძე"


მკითხველის კომენტარები / 24 /
თქვა ვოვამ, 3 წელიწადი უნდაო, მაგ ტრამვის მორჩენასო, თან ისე, რომ ახალი ტრამვა არ უნდა მიეღო. მაგიტომაც ერიდება ჩაკვე ორთაბრძოლებს. როგორც ჩანს, მოირჩინა და ეხლა უკვე მოუმატებს და ფორმაშიც შევა. ვაისს დიდი მადლობა. მაგან დააყენა ფეხზე. წარმატებები
ლევან მაღლაკელიძე.
12:15 23-10-2023
0
ტრავმა რომელ წელს მიიღო ?
სოსოს
11:11 23-10-2023
0

სიახლეები პოპულარული