"უოტფორდის" გულშემატკივრები ჩაკვეტაძის თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-12 ტურში "უოტფორდმა" "შეფილდი" საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და თამაშშიც მშვენივრად ჩაერთო, პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა 7.3 შეფასება დაუწერა, რაც მოედანზე გატარებულ 28 წუთში მშვენიერი რეიტინგია.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდმა" სოციალურ ქსელში გიორგის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "სათადარიგო სკამიდან", რასაც 2000-მდე მოწონება აქვს, კომენტარებში კი ჩვენებურის მიმართ ქებას არ იშურებენ.

"მან თამაში შეცვალა"

"ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, არ ეშინია მეტოქეზე წასვლა"

"ვარსკვლავბიჭუნა, ჩაკვეტაძე"


მკითხველის კომენტარები / 24 /
ეჰ,რომ არა ტრამვის გამო დაკარგული წლები,ჩვენი გიორგი ახლა ყველას მიერ აღიარებული მსოფლიო დონის ვარსკვლავი იქნებოდა,იმდენად დიდია მისი საფეხბურთო ნიჭ-ტალანტი.ახლაც არაა გვიანი,გიო,მიდი მიაწექი და მაქსიმალურად გამოიყენე შენი შესაძლებლობები.გაიხარე და ჩვენც გაგვახარე შენი ელვარე თამაშით!
ბრაზი
12:08 22-10-2023
2
აბა რა, ქართველი ხარ ძმაო ფეხბურთი სისხლში გაქვს შენი თავი უნდა იპოვო
Bidza.
12:05 22-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული