MLS-ში საბა ლობჟანიძის "ატლანტა" "ცინცინატის" დაუზავდა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-12 წუთზე ასისტი მიითვალა, სპორტულმა გვერდმა Sofascore-მა კი მისი გამოსვლა 7.4 რეიტინგით შეაფასა, რაც გიორგიოს გიაკუმაკისის შემდეგ (2 გოლი გაიტანა) საუკეთესო შედეგი გახლდათ.
საბას გამართულ 9 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.