ერედივიზიონის მე-9 ტურში ამსტერდამის "აიაქსი" სტუმრად "უტრეხტს" ეთამაშება.
გიორგი მიქაუტაძე მაურის შტაინერმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.
მოგეხსენებათ, ნიდერლანდელი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძემ ბოლო 2 სანაკრებო შეხვედრაში ჯამში 5 გოლი გაიტანა.
"უტრეხტისა" და "აიაქსის" შეხვედრა თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
გიორგი, გული არ გაიტეხო, ფარ-ხმალი არ დაყარო და შენი შრომა დაუნახავი არ დაჩება.