ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლი" ბერლინის "უნიონს" სტუმრად ამარცხებს.
მატჩის 64-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ფლანგიდან თავის სტილში მოატყუა მეტოქე, ჯაკომო რასპადორის საჯარიმოში მშვენიერი პასი გაუკეთა და იტალიელ ფეხბურთელსაც თავის გამოჩენა აღარ გასჭირვებია.