Geo Team: ორ თვეზე მეტია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს, მწვრთნელს, სტაფს და აკადემიის თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფინანსური პრობლემები აქვს. Geo Team-ის ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის ფეხბურთელებს, სტაფს და აკადემიის თანამშრომლებს ორ თვეზე მეტია, რაც ხელფასი არ აუღიათ.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბმა დადო პირობა, რომ დავალიანებას მიმდინარე კვირის ბოლომდე დაფარავდნენ, თუმცა მათ ამისთვის დრო კიდევ მოითხოვეს. "დინამო" იმავე პრობლემის წინაშე ზაფხულშიც აღმოჩნდა.

Geo Team-ის ცნობით, ფინანსური პრობლემებია "გაგრასა" და ქობულეთის "შუქურაშიც". ასევე სიტუაცია ბათუმის "დინამოშიც" არასტაბილურია.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ფიფიას პროცენტები აქ დარჩენილი დინამოში გაყიდა წილი რო იცოდეთ!!!სანამ არ მიცემს მთავრობა პირობას ბიზმესმენს რომელსაც უნდა ფეღბურთში ფული ჩადოს მანამდე აზრი არაქვს უნდა წავიდეს მთავრობა დათმ9ბებეზე რო ქართული საკლუბო ფეღბურთი გადაბარჩინოთ....ანდორას გუნდთანაც კი არვართ ფავორიტებიი..როცა ვახევდით ბურთს ყველას თავზე...
სიმართლე
08:11 28-10-2023
1
ფიფია რომ წასულია 3 თვეა ქვეყნიდან ეგეც დაწერეთ.ჩვენს ფეხბურთს არც სახელმწიფო პროგრამამ უშველა, უბრალოდ წყალში გადაიყარა ის 400 მილიონი და კერძო სექტორს არ აინტერესებს მანდ ინვესტიცია.ევროტურნირების ჯგუფებში გასულია სომხური, ალბანური, ფარერული სამოყვარულო,ისლანდიური,აზერული,ყაზახური,ბოსნიური,კიპრის და ა.შ. გუნდები. არც იქ ყვავის დიდად ეკონომიკა,მაგრამ თავი მოაბეს, სისტემა შეცვალეს და ჩვენ არაფრით არ გვინდა ამ სისტემის შეცვლა. სტადიონებზე ხელოვნურის დაგებით და რაღაცის რემონტით ფეხბურთი ფეხზე ვერ დადგება და არავინ, არც ჟურნალისტები არ საუბრობენ მთავარზე, რომ 30 წელია არ იცვლება კანონები რომლებიც ფუნდამენტურად შეცვლიდა ბიზნესის და ფეხბურთის ურთიერთობას.არაფრის მოგონება არაა საჭირო, უბრალოდ ნახეთ როგორ დააყენეს მთელ რიგ ქვეყნებში ფეხზე ფეხბურთი და გადმოიღეთ, აქაც გვაღირსეთ რამე, მაგრამ არ უნდათ რატომღაც.ამ უსისტემობამ გამოიწვია ის,რომ აღარც მწვრთნელები გვყავს აღარც ნაღდი ჟურნალისტები,აღარც არაფერი ნორმალურ დონეზე და შედეგსაც ვიმკით, უარესობაა ყოველ წელს.
გია
01:35 28-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული