"გალიაში უნდა ჩავკეტოთ, ისე, როგორც შარშან" - კრუდელიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
კვირას, 29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს. ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა და "როსონერის" გულმხურვალე გულშემატკივარმა ტიციანო კრუდელიმ აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პიოლიმ კვარაცხელიას წინააღმდეგ გეგმა უნდა შეიმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან.

"მილანი" ძალიან არასტაბილურია. სიმართლე გითხრათ, "ნაპოლისთან" მატჩზე ვნერვიულობ, შეტევაში არასაკმარისად კარგები ვართ.

დაგვჭირდება თუ არა გალია კვარაცხელიასთვის, როგორც გასულ წელს? აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავისჯებით. კარგი მოგონებები სასიამოვნოა, თუმცა დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ", - განაცხადა კრუდელიმ Radio Marte-ის ეთერში.

შეგახსენებთ, გუნდების დაპირისპირება თბილისის დროით 23:45
საათზე დაიწყება.

alt"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

altკვარაცხელია ფორმის პიკს დაუბრუნდა? - გამარჯვება, რომელიც ხვიჩამ განაპირობა...

alt"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხვიჩუკა, ჩაუტარე ერთი ამათაც შენებური!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
14:09 27-10-2023
6
ვისაც მახსოვრობა არ ღალატობს,კარგად ახსოვს,რომ შარშანაც ვერ იმუშავა მაგ ქებულმა "გალიამ" ბოლომდე და ხვიჩა,მიუხედავად მისი გუნდის ორჯერ მარცხისა,ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და დასამახსოვრებელი იყო ორთავ გუნდის მოთამაშეთა შორის.ეს ფაქტია და არა ხვიჩას გადამეტებული ქება.ქება და გადამეტება არ სჭირდება მაგ ოქროს ბიჭს.თავისი ელვარე თამაშია მისი მაქებ-მადიდარი!
თავადაც იხარე და ჩვენც გაგვახარე,ჩვენო ხვიჩა შენი სტაბილურად ბრწყინვალე თამაშით!უფალი გფარავდეს!!!
ბრაზი
14:38 27-10-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული