ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და გრაცულ გუნდს წაგება შეიძლება ლიდერობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.
„შტურმმა“ მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, 27 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს თასზე „გრაცერს“, ხოლო 5 ნოემბერს ჩემპიონატზე ლასკ-ს შეხვდება. მეორე ადგილზე 26 ქულით „ზალცბურგია“, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - აუსტრია 0:1
გოლი: 0:1 გრუბერი (14)
გამოუყენებელი პენალტი: სარკარია (32, შტურმი)