"საუკეთესოს წოდებას არ ვიმსახურებდი, ძალიან გაბრაზებული ვარ" - მამარდაშვილი "ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 29 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში, "ვალენსია" "ბილბაოს" ესტუმრა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "ღამურების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მიმდინარე სეზონში მორიგი შესანიშნავი მატჩი შეხვედრა ჩაატარა, ქართველმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ გადაარჩინა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

გიორგიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნულ ჯილდოს არ იმსახურებდა, რადგან ბოლო წუთზე "ბილბაომ" ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.

"რთული მატჩი იყო, "სან მამესზე" თამაში მარტივი არასდროსაა. დღეს საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არ ვყოფილვარ, ბოლო გაშვებული გოლის გამო ძალიან გავბრაზდი, კონცენტრაცია დაგვაკლდა, თუმცა შრომა უნდა გავაგრძელოთ და
მეტი ვივარჯიშოთ", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "ღამურები" მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, "გრანადას" წინააღმდეგ გამართავს.

altმამარდაშვილმა იფრინა, მაგრამ "სან მამესზე" ორი გოლი გაუტანეს - "ვალენსიამ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მომწონს დამოკიდებულება (attitude) , სწორი მენტალიტეტი აქვს
1
კარგი კაცი ხარ, გიორგი. უკეთეს გუნდს იმსახურებ. წარმატებები!
რატი
23:49 30-10-2023
0

სიახლეები პოპულარული