პარიზში, თეატრ "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი, დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.
30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეაპოლური კლუბის ორი წარმომადგენელია პრეტენდენტთა შორის.
საბოლოოდ კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ მე-16 პოზიცია ქარიმ ბენზემას (ალ იტიჰადი) ერგო, მე-18 - ჯუდ ბელინგემს (რეალი), მე-19 - ჰარი კეინს (ბაიერნი), ხოლო მე-20 - ლაუტარო მარტინესს (ინტერი).
აქამდე
1961 წელი - მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)
1965 წელი - სლავა მეტრეველი (17)
1968 წელი - მურთაზ ხურცილავა (24)
1972 წელი - მურთაზ ხურცილავა (11)
1981 წელი - რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)
მავანთ თუ სურს,რომ ვინმეს შეადარონ ეს მათი საქმეა.
ხვიჩა თამაშობს ძალიან ლამაზ,მიმზიდველ ფეხბურთს,რომელიც 74 წლის კაცს ღამეებს მათენებინებს,რომ მის თამაშს უყურო.
კიდევ რა უნდა ვთქვა ხვიჩაზე?ის თავმდაბალია,რომლის გამოც ფეხბურთის კარგად მოთამაშე სხვა ფეხბურთელებზე,მაგრამ ქედმაღლებზე ასი თავით მაღლა დგას,ამიტომაც უყვართ ხვიჩა,უყვარს ის თავის მეტოქეებსაც კი და პატივს ცემენ მას,ამის მაგალითია,სხვა მაგალითთა შორის ახლახან ნაპოლი მილანის მატჩის დამთავრების შემდეგ კალაბრიას მისვლა ხვიჩასთან და ჩახუტება,მე ვიტყოდი მოფერება და დაფასება,როგორც დიდი ფეხბურთელისა.