"ხვიჩამ შემომითვალა, მიშასთან ასოცირდებიო..." - მანჯგალაძე ფბ-ზე პოსტს ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა მანანა მანჯგალაძემ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე ყოფნას გამოეხმაურა. 

"ძალიან მიხარია, ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებიო... მაინც მიხარია. და წარმატებას კი არა, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაა  იქ, სადაც თამაშობს; იმიტომ, რომ სასწაული მემართება, როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის; იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს. (დავაკონკრეტებ,  საერთაშორისო მედიაში არ
ხვდებიან ისინი, ვინც შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი, ვინც ქურდობს და ყაჩაღობს); იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად იქცა და მოტივაციად; იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს .... და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინაა მანანა მანჯგალაძე. აი, საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება. დარწმუნებული ვარ, იმ დროს ბურთის გარდა არაფრით ინტერესდებოდა. წარმატებები და გამარჯვებები. საუკეთესო წამები- წუთები, გოლები და თამაშები წინ არის," - წერს მანჯგალაძე. 

ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" 2023 წლის გათამაშებაში მე-17 ადგილი დაიკავა. "ნაპოლის" შემტევი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წარმომადგენელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც France Football-ის სიაში მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 140 /
ხვიჩა,რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია.მთავარია,რომ ადამიანების უმეტესობას,აბუ ძალიან დიდ პროცენტს უყვარხარ დ ამაყობს შენით.აი ეს არის მთავარი და კიდევის,რომ ახალგზრდა კაცს წარმატებებმა თავბრუ არ დაგახვია.გისურვებ მვიდობას,ოჯახურ ბედნიერებას და ჯანმრთელობას!
თამაზი
15:47 05-11-2023
0
imereli მიშა გამოგრჩა, მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილებში...
გიორგი 11
21:55 04-11-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული