"ხვიჩამ შემომითვალა, მიშასთან ასოცირდებიო..." - მანჯგალაძე ფბ-ზე პოსტს ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა მანანა მანჯგალაძემ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე ყოფნას გამოეხმაურა. 

"ძალიან მიხარია, ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებიო... მაინც მიხარია. და წარმატებას კი არა, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაა  იქ, სადაც თამაშობს; იმიტომ, რომ სასწაული მემართება, როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის; იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს. (დავაკონკრეტებ,  საერთაშორისო მედიაში არ
ხვდებიან ისინი, ვინც შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი, ვინც ქურდობს და ყაჩაღობს); იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად იქცა და მოტივაციად; იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს .... და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინაა მანანა მანჯგალაძე. აი, საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება. დარწმუნებული ვარ, იმ დროს ბურთის გარდა არაფრით ინტერესდებოდა. წარმატებები და გამარჯვებები. საუკეთესო წამები- წუთები, გოლები და თამაშები წინ არის," - წერს მანჯგალაძე. 

ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" 2023 წლის გათამაშებაში მე-17 ადგილი დაიკავა. "ნაპოლის" შემტევი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წარმომადგენელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც France Football-ის სიაში მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 140 /
თუ ეს სიმართლეა, სწორიც უქნია! გენაცვალე სულში! როგორიც მაგარი ფეხბურთელი ხარ ისე მაგარი ადამიანი ხარ! გიყვარს შენი პატარა საქართველო!
დავიდუსი
09:34 03-11-2023
50
100 კომენტარია და არც ერთ ადამიანს არ აქვს პროტესტი იმაზე თუ რატო არ გვაჩვენა პირველმა არხმა დაჯილდოვება!!! პირველი არხი სპეციალურად ვთქვი იმიტო რო ჩვენი ხალხის ფულით ფინანსდება და რაც ჩვენ გვინდა ხალხს ის უნდა გვაჩვენოს!!! კვარა იმ ცერემონიალზე იყო საქართველო!!! ბიჭი სცენას თვით ლეო მესისთან იყოფდა და ეს ვერ ნახა უამრავმა ადამიანმა, ვერ ნახა როგორ თბილად მიესალმა ტერ შტეგენი, ეს ყველაფერი რო თუნდაც პატარა ფეხბურთელებს ენახათ რამხელა სტიმული გაუჩნდებოდათ დამატებით. მარა პირველ არხს რა უნდა მოსთხოვო როცა გორის დილას ერთი ევრო თამაშის ჩვენებაში ასი ათას ევროს სთხოვდნენ, მაშინ როცა გუნდი მზად იყო სტრიმი უფასოდ მიეცათ. მერე დაჯდებიან ტაიმ აუტში და ამბობენ ქართულ ფეხბურთს პოპულარიზაციას ვუწევთო. ელემენტარული ეროვნული ლიგის თამაშებს არ აჩვენებენ. უნამუსოები!!!
ბაბა
21:37 02-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული