კვარაცხელია-რასპადორის დუეტს დღეს წარმატებული პერიოდის გაგრძელება სურს - ზეიმის ჩაშლის შემდეგ...

AutoSharing Option
დღეს, 4 ნოემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე, იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში, ლიდერებს უკვე საკმაოდ ჩამორჩენილი "ნაპოლი" უიმედო აუტსაიდერ "სალერნიტანას" "სტადიო არეჩიზე" ესტუმრება.

ლეგენდარულმა ფილიპო ინძაგიმ სადებიუტო შეხვედრაში ფრედ ითამაშა, შემდეგ დათმო და პირველი გამარჯვების იმედი მოქმედ ჩემპიონებთან აქვს - 10 მატჩი მოგების გარეშე ძალიან ცუდი სტატისტიკაა. "პიპოს" გუნდმა თასზე გაიხარა, ანდრეა პირლოს "სამპდორია" 4:0 დაამარცხა და იმედი აქვთ, ეს წყალი სერია "ა"-შიც გადმოესხმებათ.

ელიტაში დაბრუნების შემდეგ სალერნოელებმა ნეაპოლელებთან ოთხჯერ ითამაშეს და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. როდის? - მაშინ, როცა მთელი
ნეაპოლი ქუჩაში იყო გამოსული და ტიტულის გაფორმებას ზეიმობდა, მოულოდნელად, გოლი საკუთარ კარში მიიღეს. "სალერნიტანა" გასულ სეზონშიც აუტსაიდერი იყო, მექსიკელი მეკარე ოჩოას შეძენის შემდეგ კი სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა.

Sportall.Ge

რუდი გარსიას გუნდმა საკუთარ არენაზე კინაღამ მესამედ წააგო, სტუმრად კი უკეთესი შედეგები აქვს. ოსიმენი კვლავ ტრავმირებულია. რასპადორი კვარაცხელიასთან ერთად მშვენივრად ათამაშდა და ასეთივე გაგრძელება სურს. ნათანი გააძევეს და ოსტიგორი ცუდ ფორმაში მყოფ რაჰმანის უნდა შეუწყვილდეს. ანგისას ძირითად შემადგენლობაში ველით. "მილანთან" ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა, მაგრამ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მაინც საბაზო სტრატეგიას დაეყრდნობა.

მართალია, კვარაცხელიამ წინა მატჩში ვერ გაიტანა, მაგრამ ოქტომბერში ის მშვენიერ ფორმაშია და თვის ფეხბურთელის ნომინაციაზე კიდევ ერთხელაა წარდგენილი. "კვარას" გასულ სეზონში სალერნოში არ უთამაშია, ზემოხსენებულ ნეაპოლურ შეხვედრაში კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.

მატჩს რაპუანო განსჯის, რომელიც იმ დაპირისპირებას უძღვებოდა, როცა "მილანმა" "სტადიო მარადონაზე" დიდი ანგარიშით (4:0) გაიმარჯვა. იმედია, ამჯერად "ნაპოლისთვის" წარმატებული შეხვედრა იქნება!..

altრა გველის ნოემბერში - რეაბილიტაციის შანსი ესპანეთთან, კვარაცხელია კვლავ "რეალის" წინააღმდეგ და ჩემპიონობის ბათუმური შანსები...

alt"ხვიჩა კვლავ ბრწყინვალე იყო, "ნაპოლიში" გარსიას ამბავი მალე დასრულდება" - რა თქვა კასანომ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე დალაგებული, მშვიდი და ზომიერი პრევიუები აქ იდება. ზოგან დაგღლიან ზედმეტი სტატისტიკით ან ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალებით. მატჩის ლაივის დროსაც ასეა
ზვიადი
12:41 03-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული