პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "სალერნიტანას" 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „სალერნიტანას“ 1:0 ამარცხებს.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო, მაგრამ შორიდან მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი რასპადორიმ ოჩოას კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, მომენტები არ იქმნებოდა. ბოლოსკენ ნეაპოლელებს შანსები მიეცათ: რასპადორის ოჩოამ არ გაატანინა, ხვიჩამ ბურთი კარს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი
გოლი: რასპადორი (13)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული