"ნაპოლიმ" სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სალერნიტანას“ 2:0 სძლია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო, მაგრამ შორიდან მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი რასპადორიმ ოჩოას კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, მომენტები არ იქმნებოდა. ბოლოსკენ ნეაპოლელებს შანსები მიეცათ: რასპადორის ოჩოამ არ გაატანინა, ხვიჩამ ბურთი კარს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონ
და, რასპადორის დარტყმული მეკარემ მოიგერია, პოლიტანომ ბურთი ძელს გაარტყა. მაცოკიმ მესამედ წააქცია „კვარა“ და ყვითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე მწვრთნელმა რუდი გარსიამ კვარაცხელია ელმასით, ხოლო რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. ელმასმა 82-ე წუთზე ანგარიში გაზარდა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „უნიონთან“ გამართავს.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 რასპადორი (13), 0:2 ელმასი (82)

მკითხველის კომენტარები / 36 /
რავი ცუდია ასეთ ღია თამაშში რომ ვერ შემატა ვერაფერი სტატისტიკას. ყველა თამაშში ანთებული "დამშეული" უნდა გამოდიოდეს მოედანზე. უფრო მეტად უნდა აქტიურობდეს, მეტი სწრაფად იხსნებოდეს დასარტყმელ პოზიციაში, სივრცეებს ეძებდეს. ესე ზანტად, ინერტულად რავიცი რა... დღეს ქონდა სივრცეები, სამ კაციანი პრესინგი არ დაუყენა სალერნიტანამ(ბოლოს როდის ქონდა ამდენი სივრცე არ ვიცი) მარა ბურთის ამოტანის მეტი ბევრი ვერაფერი ქნა. სამწუხაროა. ასეთ თამაშებში თუ არ აკრიფა გოლები და ასისტები წინა სეზონის შედეგს ვერ გაიმეორებს. ერთი ორი პასი კი გაუფუჭეს მარა ისიც ნახევარშანსები იყო უფრო. საფინიშო დარტყმა კიდე საწყენად არ ვამბობ ყველაზე ცუდი აქვს გუნდში სხვა შემტევებიდან განსხვავებით თვალს ხომ არ დავიბრამევბთ. აგერ ღრმა ზამენის კაცი ელმასი შემოვიდა გაიგდო და აუღებელი დაურტყა სწორედ ხვიჩას პოზიციიდან მეკარეს. რასპადორი/პოლიტანო/ოსიმენზე ზედმეტია ლაპარაკი, თან რომლებიც ელიტარულ ვარსკვლავებად არცერთი არ განიხილება ამ ეტაპზე თანამედროვე ფეხბურთში. რავიცი ყველაზე ცუდი ის იქნება თუ ხვიჩა ხასიათის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ტოპ ვარსკვლავები ყველა თამაშში ძვლებს ენერგიის ბოლო ძალებს დებენ გინდა რეალს ეთამაშებოდენ ბარსას თუ რაიოვალეკანოს და მიტომ არიან ტოპები. აბა სალერნიტანასთან და ლეჩესთან თუ არ დააგროვე სტატები, მილანი, ინტერი იუვე და რომა კი არ მოგცემენ ამდენ სივრცეებს.
11
ასე ახლოს რატო დგას ხაზთან ყოველთვის, რატო არ შედის ცენტრისკენ? მეორე ფლანგელი პოლიტანო შედის ცენტრისკენ ხშირად. ხვიჩას ქონდა მომენტი უნდა შეწეულიყო ცენტრისკენ მარა იდგა ფლანგზე ისევ. ცუდად თამაშობს ცუდად. არ ნიშნავს რომ მავნებელი სანაია ხარ ან იგივენაირი ლიბერასტი რომელიც ხვიჩას აგინებდა პატრიარქისთვის დაბადებისდღის მილოცვის გამო, მაგრამ ვერ თამაშობს და რავიცი აბა. კარგი მატჩი ჩაატარა? უნდა მოუმატოს თან ძალიან.იმედია ხვდებით რომ მოსამატებელი აქვს და თან ცოტათი არა. თუ არა და მართლაც ხასიათის მოთამაშე იქნება აი მარტო 8,9 ან 10 თამაშში ერთხელ რომ ჩაატარებს კლასნი მატჩს.
შვედუნა
21:52 04-11-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული