"ნაპოლიმ" სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სალერნიტანას“ 2:0 სძლია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო, მაგრამ შორიდან მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი რასპადორიმ ოჩოას კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, მომენტები არ იქმნებოდა. ბოლოსკენ ნეაპოლელებს შანსები მიეცათ: რასპადორის ოჩოამ არ გაატანინა, ხვიჩამ ბურთი კარს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონ
და, რასპადორის დარტყმული მეკარემ მოიგერია, პოლიტანომ ბურთი ძელს გაარტყა. მაცოკიმ მესამედ წააქცია „კვარა“ და ყვითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე მწვრთნელმა რუდი გარსიამ კვარაცხელია ელმასით, ხოლო რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. ელმასმა 82-ე წუთზე ანგარიში გაზარდა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „უნიონთან“ გამართავს.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 რასპადორი (13), 0:2 ელმასი (82)

მკითხველის კომენტარები / 36 /
სოსო ბატონო, გეთანხმებით. კარგად ხედავთ და არჩევთ ყველაფერს. ხვიჩაზე ცუდი კომენტარი უნდა გააკეთო? ან არ გესმის თემა, ან კიდევ არა ხარ კაი კაცი. ძლივს გვყავს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე იდგა მსოფლიოს ვარსკვლავებს შორის, უმაგრეს მეუღლესთან ერთად და თავი კარგადაც წარმოაჩინეს. დაბნეულობა აშკარად ეტყობოდათ, ნიცამ იპოზიორა კიდეც. ლამაზი, საყვარელი და წარმატებული ქათველი წყვილი მსოფლიო დიდების კვარცხლბეგზე. ღმერთმა გვიმრავლოს ეგეტი წყვილები ქართველებს. გული მტკივა ამდენ ბოღმას რომ ვხედავ. ხვიჩა პროფესიონალია, ლიგაზეც უნდა ითამაშოს, ჩემპიონატშიც, თასზეც და ნაკრებშიც, თან მხოლოდ ტიტულებისთვის, რატქმა უნდა ნაკრებს სამწუხაროდ ვერ ვგულისხმობ. ამიტომ ხვიჩამ ძალები აუცილებლად უნდა დაზოგოს და ეს კალიარის დონის გუნდებთანაა შესაძლებელი, თან სხვა მოთამაშეებიც მუდმივ ფორმაში უნდა იყოს. დანარჩენი კი, ხაზთან გავა, ტუ ცენტრში შეიწევს, მწვრთნელი წყვეტს. ასე, რომ დაანებეტ თავი ბოღმის ნთხევას.
ლევან მაღლაკელიძე.
06 ნოემბერი 2023 00:53
0
მე დიდი ფეხბურთის მცოდნე არ ვარ. უბრალოდ მაინტერესებს ფეხბურთის მერე რომელი ქალაქის მერობას აპირებს ხვიჩა.
ივანე
05 ნოემბერი 2023 18:17
8
ნეაპოლის!
დავით
05 ნოემბერი 2023 19:46
0
მოკლედ ეს უკიდურესობა აღარ მთავრდება საქართველოში რა! მე ხვიჩას ძალიან ვაქებ ,როცა კარგად ჩაატარებს მატჩს, თუ ვერ ითამაშა ისე როგორც უმრავლესობას გვინდა, ამასაც ვწერ. დღეს მაგალითად ძალიან სუსტი იყო,არ გამოუვიდა თამაში. ვფიქრობ რომ ეს არაა კატასტროფა. სეზონი წინაა კიდევ და ვფიქრობ ბევრჯერ გაგვახარებს. იმათ საყურადღებოდ ვინც ვითომ ხვიჩას თავგადაკლული ფანია იმათ მინდა ვუთხრა, ობიექტური იყავით! თვალები კარგად გაახილეთ. წინა თამაშზე რაღაც კრიტიკული დავწერე და ვიღაც გამომიხტა და სანაია ხარო მომწერა. ვინც ასე უსაფრდება კრიტიკულ აზრს,ის სანაია კი არა უბრალოდ ბრიყვია. და კიდევ სოსო-ს მინდა ვუთხრა კომენტარზე, ელმასთან არავინ არ მიდის მეურვედო და ხვიჩასთან 3 კაცი სულ არისო. აი იმ სამს რომ დააწვენს ამიტომაც ითვლება ხვიჩა მაგარ ფეხბურთელად და ამის მოლოდინში ვართ, რომ მისი თამაშით სიამოვნება მივიღოთ. თორემ თქვენი კომენტარიდან ისე გამოდის, რომ თუ სამმა კაცმა ეთამაშა და არაფერი გამოუვიდა ეს თითქოს ნორმაა, უფრო სწორად მიზეზი ყოფილა. რასპადორს ოსიმენის ამოგდება უნდა და ამიტომ სულ გოლის გატანაზეა ორიენტირებული, კარგ პოზიციაში მყოფ გუნდელებს არ იმჩნევს.დარწმუნებული ვარ ვიქტორს ვერასოდეს ამოაგდებს ძირითადიდან.
დავით 67
05 ნოემბერი 2023 02:31
2
სოსო-ს! კი 56ვარ. ჩაგეთვალა).
ერთს დავამატებდი, ვიღაც თუ ბოღმით და შურით სკდება მასზე, ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არც კი ღირს მათზე ლაპარაკი. სამაგიეროდ იმ ერთ ორ გაჭირვებულს 100კაცი რომ "დაესხმება " თავს არც ეგ მომწონს. სუსტად ითამაშა მეთქი დავწერე ,ვიგულისხმე წინა მატჩებთან შედარებით. ეხლა 63 წუთში ყველა რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ეს ის არ არის რასაც ჩვენ ყველა ველოდებით, იმდენად მიგვაჩვია სასიამოვნო სანახაობას. კიდევ სხვა უბედურება სჭირს ზოგს, რატომღაც ზოგიერთებს უნდათ ხვიჩა ქოცების მხარდამჭერად მონათლონ, ასევე ნაცებიც ამ აზრზე არიან რომ ის მათია. ერთხელ თქვა ჩვენი მომავალი ევროპაშიაო და ქოცებს კინაღამ ინსულტი დაემართათ. რატომღაც ხვიჩა აღიქვეს მეორე მხარის მხარდამჭერად. ესეთი მოლანდებები ხშირად ემართებათ იმათ ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ.
დავით 67
06 ნოემბერი 2023 19:11
0
დავით 67-ს.დავით,ძალიან სუსტად ითამაშაო,მაგის გარდა,თქვენ კომენტარში მიუღებელი, ჩემთვის არაფერია.უბრალოდ,ნაპოლის 8 ნოემბერს,ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო და კლასის ხარჯზე,ენერგიის დაზოგვით გაიმარჯვეს,არც ტრავმების რისკი დავიწყებიათ და ადრე შეცვალეს,შემტევები,ხვიჩას ჩათვლით.ხუთჯერ წააქციეს ხვიჩა!მეხუთე წაქცევაზე,მსაჯმა გააფრთხილა დამნაშავე და გარსიამაც დაუყოვნებლივ შეცვალა ხვიჩა.ხუთჯერ რომ წაგაქცევენ,ეს ხუთჯერ მოტყუებულ მცველს და წარმატებულ დრიბლინგს ნიშნავს,რომელიც მეტოქემ,მხოლოდ წესების დარღვევით შეაჩერა.არც ელმასზე დამიწერია,არავინ ედგაო.მე დავწერე,მას მხოლოდ ერთი კაცი ეთამაშებოდა და გოლი ისე გაიტანა,ხვიჩაზე კი დავწერე,მას,სულ ცოტა ორი კაცი ებრძვისო.ერთის მოტყუება და ორ კაცთან ბრძოლაში პასის გაკეთება,იქ ვახსენე,როცა პოლიტანომდე ბურთის მიტანა გააჯანჯლეს და უკვე თამაშგარეში გავარდნილსღა მიაწოდეს პასი.ამ მომენტისათვის,იმის დამატება შემიძლია,რომ სანამ ბურთი იქამდე აიტანეს,საჯარიმოს წინა ხაზზე,უკვე ხვიჩაც ასული იყო,რასპადორიც და კიდევ ერთი სხვაც.ხაზზე,4 კაცი ელოდა ამ ბურთს და სწორი პასის შემთხვევაში,გოლის ძალიან დიდი ალბათობა იყო.პოლიტანო,ცენტრში რომ შევიდა და ძელს მიარტყა ბურთი,ვინ დაუგორა დასარტყმელად?ხვიჩამ დაუგორა,მიუხედავად იმისა,რომ თვითონაც ჰქონდა კარში დარტყმის შანსი.დღევანდელი ხვიჩა,უკვე სულ სხვა კაცია და მისი საზრუნავი,კაცის მოტყუება კი არა,გუნდის სარგებელია.დღეს ის,უფრო მეტად მუშაობს გუნდისათვის,ვიდრე ეს შარშან იყო.მას ძალიან კარგი პასი აქვს და თუ კარგ პოზიციაში მყოფ პარტნიორს,მიაწვდის ბურთს,უფრო თავისუფალ სივრცეში,ამით ბურთის დაკარგვის რისკს ამცირებს,კაცის მოტყუების მცდელობისას,საკმაოდ დიდი რომ არის.ხვიჩა ატყუებს მაშინ,როცა სხვა უკეთესი გზა არ ჩანს და კონტრშეტევის რისკიც შემცირებულია.ეს ნიშნავს,რომ გუნდის წინაშე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.ტყუილად არ მოითხოვდა სპალეტი და ახლა უკვე გარსიაც,დაცვით ფუნქციების უფრო აქტიურად შესრულებას.დღეს მან უკვე საკუთარ თავზეც გამოსცადა,რას ნიშნავს წინ და უკან მუდმივი სირბილი.ამიტომაცაა,რომ უფრო მეტად უფრთხილდება ბურთს და პასს ამჯობინებს,მაღალ რისკიან დრიბლინგს.ამასაც თავი გავანებოთ,ახლანდელი ხვიჩა,ძალიან განსხვავდება შარშანდელისგან,ფიზიკურადაც.მან კუნთოვანი მასა გაიზარდა და ფიზიკური ძალა მოემატა,მაგრამ წონა მომატებული კაცი,გინდა თუ არა,სიცქვიტეს ჰკარგავს.მეტ წონას ხომ მეტი ინერციაც ახლავს.ამის გამოცაა,ხვიჩას ფილიგრანულმა დრიბლინგებმა რომ იკლო.ხვიჩა უნდა შეეჩვიოს შეცვლილ სხეულს,მერე კი შესაძლოა ცოტა სახეცვლილი სახით,მაგრამ ისევ ვნახავთ დრიბლინგებსაც,ზუსტ დარტყმებსაც და ვარსკვლავურ მატჩებსაც.სეზონის სტარტზე გაცილებით სუსტად თამაშობდა,ახლა კი,გაცილებით უკეთესია და ჩემი აზრით,სწორედ ეს შეგუების პროცესი მიმდინარეობს. როდესაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ,როგორც იქნა გოლი გაიტანა,ყველამ ვნახეთ,რამხელა ემოცია ამოაფრქვია ამ ბიჭმა და რამხელა დაძაბულობა ჰქონია.ამიტომ გავუფრთხილდეთ და ზედმეტ ზეწოლას მოვერიდოთ,ეს იქნება,საუკეთესო გზა,კიდევ უფრო უკეთესი თამაშისათვის მოემზადოს ხვიჩა.ვიცი,როგორ უშლის ადამიანს,ზედმეტი დაძაბვა,მინახია,სცენაზე გასულს,ხმა რომ ვერ ამოუღია,ან მოედანზე გასულს,ყველაფერი რომ გაუფუჭებია და სწორედ ამიტომ ვცდილობ,მკითხველებს,ეს გავაგებინო.ზოგჯერ,საკმაოდ აგრესიული ფორმითაც კი.თუმცა ბევრზე ესეც არ სჭრის.ისინი,თვითონაც შეურაცხყოფას აყენებენ და სხვებისგანაც იგივეს იღებენ,მაგრამ ასე,არ შეიძლება.არაფრით არ შეიძლება!ჩვენ თუ ჩვენსას არ გავუფრთხილდით,სხვას როგორ უნდა მოვთხოვოთ?40 წელზე მეტია,რაც საუკეკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში,კაცი არ გვყოლია და ზოგიერთი ისე ებრძვის,თითქოს ქვეყნის დამაქცევარი იყოს.თუ ფეხბურთი მართლაც გიყვარს,მას რომ ლანძღავ და ვიღაცის აზრების ფრქვევას ასდევ,ხომ უნდა მიხვდე,რომ სულ სხვა მიზნით გიყენებენ?! მაპატიეთ,ბატონო დავით!თქვენთან პასუხით დავიწყე და უფრო ფართო თემაზე გადავედი,რომელიც პირადად თქვენ არ გეხებათ,მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ამ პოსტში ამოვთქვი.ვფიქრობ,თქვენ,55-56 წლისა უნდა იყოთ და იმედი მაქვს,სწორად გამიგებთ.თქვენც ხომ უკვე ბევრი გექნებათ,ნაფიქრი, ნანახი და გაგონილი.
სოსო
05 ნოემბერი 2023 15:37
1
ზოგიერთების საყურადღებოდ! ვისაც არ მოგეწონათ ხვიჩას თამაში, აუცილებელი კი არ არის რომ დააკომენტაროთ. უბრალოდ გაატარეთ, არ შეგიძლიათ?
გია პაპა
05 ნოემბერი 2023 02:01
8
გია პაპა-ს თქვენ მოგეწონათ დღეს? და რატომ გავატაროთ? აუცილებელი არც არაფერია, მაგრამ თუ ეს ავღნიშნეთ რა არის ამაში ცუდი? ხომ ისედაც ვიცით, რომ ხვიჩა როგორც მაგარი ფეხბურთელი, ასევე ღირსეული ბიჭია. ვერ ვხდები ასეთ ლოგიკას? ყველა თამაში არც მარადონას და არც პელეს არ აქვს ნათამაშები უმაღლეს დონეზე!
დავით 67
05 ნოემბერი 2023 06:49
0
მაგარი ქვეყანა ვართ ზვიადისტები და ედიკისტები მიშისტები და ბიძინისტები ნატოელები და ნატაშას მომხრეეები, ეხლა ახალი საქიშპო და საგინებელი თემა გაჩნდა კვარაცხელიას სახით და მიდით ჯიჯგნეთ ერთმანეთი მაინც ამ ქვეყანაში მეტი საინტერესო არაფერი ხდება,უსაქმური კაცისა და მახათის ამბავია რა
სანდრო
05 ნოემბერი 2023 01:02
2
ჩასაფრებული შურიანები!!! სამწუხაროდ ბევრნი ხართ და ხავსივით მოდებულები!!! ხვიჩას წარმატებები,გვიმრავლოს ღმერთმა შენნაირები❤️
გულშემატკივარი
05 ნოემბერი 2023 00:05
2
არ მოგწონთ, არ ბალელშიკობთ და რატომ უყურებთ მის თამაშებს ვეღარ ვხვდები. თქვე მარკიზის ქვეშევრდომებო ცივი წყალი იშოვეთ სადმე
ირაკლი ქუთაისელი
04 ნოემბერი 2023 23:50
9
ბალელშიკ-болельщик-რუსულიდან არის, გულშემატკივრობ --ქართულად გვაქვს მშვენიერი შესატყვისი
ვაჟა
05 ნოემბერი 2023 10:17
0
100%
ქუთაისი მაგარია
05 ნოემბერი 2023 00:07
4
მოკლედ, კვარას დაკლებული აქვს და წონაში მომატებული. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შევამჩნიე. ძალიან ახლოდან ვუყურებდი დადავინახე რომ მასზე სწრაფები კვიპროსელი ფეღბურთელები იყვნენ. კვარას წარმატება გამიხარდება და მიხარია, მაგრამ მეტი შრომაა საჭირო.
ჭუკლიკა
04 ნოემბერი 2023 23:43
10
სახელს ამართლებთ და ძალიან სისულელეს წერთ!!! მეც ვიყავი მაგ თამაშზე და საბედნიეროდ მეც ვნახე ხვიჩა,რა წონაში მომატება ხალხნოოო!!! სასაცილოებიც კი აღარ ხართ!!!
ჭუკლიკას
05 ნოემბერი 2023 00:11
2
მოკლედ, აქაურ პრაფესორებს რომ კითხო, არც დაფიქრდებიან და ისე დაგაჭედებენ - უეჭველი ჩააწყო და იმიტომ დაუწერა ყველა სპორტულმა საიტმა მაღალი შეფასებაო, თორემ ბიჭს, რაც იცოდა, ისიც დავიწყნია და მაინც კარგად აფასებენ. ვაჰ, მეცოდება კვარა, ჯერ ისედაც რა ხელფასს იღებს და ისიც სულ ქრთამებში უნდა არიგოს.
რა გეშველებათ
04 ნოემბერი 2023 22:59
4
რა ქრთამი რას ბოდიალობ? კარგად ითამაშა კვარამ? როცა კარგად ითამაშებს მაგის თქმა ბევრს არ გაუჭირდება და დღეს არ უთამაშია ასეთად.
!
05 ნოემბერი 2023 00:00
5
პაპანდოპულოებო თქვენ დედები გყაავთ?
ვარლამა არავიძე
04 ნოემბერი 2023 22:54
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული