ჩაკვეტაძის 67 წუთი და "უოტფორდის" ზედიზედ მეხუთე წაუგებელი მატჩი

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეთხუთმეტე ტურში "ჰადერსფილდისა" და "უოტფორდის" მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძემ ისმაელ კონეს ნაცვლად დააყენა სასტარტოში და 67-ე წუთზე კონეთი შეცვალა. ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში მეორედ დაიწყო და sofascore-სგან 6.9 შეფასება მიიღო, flashscore-სგან 6.6, ხოლო whoscored-ისგან 6.3.

მიუხედავად იმისა, რომ "უოტფორდი" ლიდერთა შორის არაა, ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეხვედრაში საქომაგოდ ათასამდე გულშემატკივარი გაჰყვა, თუმცა მათმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

"უოტფორდი" ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 3 ფრე), 18 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 11
ნოემბერს "როტერჰემს" უმასპინძლებს.

ჰადერსფილდი. "ჯონ სმიტსი". 18 225 მაყურებელი
ჰადერსფილდი - უოტფორდი 0:0

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ არაფერს წერთ იმაზე თუ როგორ ითამაშა? ერთი საგოლე პასი რომ გაეკეთებინა დარწმუნებული ვარ ააჭრელებდით სათაურით ამ თემას
ჯონი
22:56 04-11-2023
4
ისმაელი: "კონე გუშინ ვარჯიშზე გვიან გამოცხადდა, ამიტომ დავსაჯეთ და დღეს სასტარტოში არ დავაყენეთ"
ქ. გ.
11:11 05-11-2023
0

სიახლეები პოპულარული