ახლა კი გამოქვეყნდა ის პასუხები, თუ რომელმა ქვეყნის ჟურნალისტმა რა არჩევანი გააკეთა, საიდანაც ვიგებთ, რომ "კვარა" ტოპ 5-ში 4-მა ქვეყანამ დააყენა.
ჩვენებური ყველაზე მაღალ მე-3 პოზიციაზე ქართველმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ დაასახელა, სომეხმა სურენ ბაღდასარიანმა და კიდევ იორდანიისა და იტალიის წარმომადგენლებმა კი ხვიჩა მე-5 ადგილზე გაიყვანეს.
ინფორმაციისათვის, ისტორიაში მერვედ ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა.