სომხეთი და კიდევ სამი სხვა - რომლებია ის ქვეყნები, რომლებმაც კვარაცხელია ოქროს ბურთის გამოკითხვაში ტოპ 5-ში დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის 2023 წლის დაჯილდოვებაში, სადაც 2022/23-წლების სეზონის შედეგები იყო გათვალისწინებული, მე-17 პოზიცია დაიკავა.

ახლა კი გამოქვეყნდა ის პასუხები, თუ რომელმა ქვეყნის ჟურნალისტმა რა არჩევანი გააკეთა, საიდანაც ვიგებთ, რომ "კვარა" ტოპ 5-ში 4-მა ქვეყანამ დააყენა.

ჩვენებური ყველაზე მაღალ მე-3 პოზიციაზე ქართველმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ დაასახელა, სომეხმა სურენ ბაღდასარიანმა და კიდევ იორდანიისა და იტალიის წარმომადგენლებმა კი ხვიჩა მე-5 ადგილზე გაიყვანეს.

ინფორმაციისათვის, ისტორიაში მერვედ ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
აქაურ სომხებს არ ვამბობ, მაგრამ სომხეთის სომხებს ჩვენს მიმართ უფრო კაი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ჩვენ მათ მიმართ, შეიძლება იმიტომ რომ აქაურებისგან თქვი გვქონდა მობეზრებული ისტორიულად, ლამის თბილისი სომხების იყო.
გიო
10:57 06-11-2023
2
სომხებმა და ქართველებმა თუ არ მივეცით ხმა ერთმანეთს აბა სხვა მითუმეტეს მოგვცემს.
sul2
22:50 05-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული