დღეს კვარაცხელიასგან ველით - "ნაპოლის" ერთი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია...

AutoSharing Option
გიორგი გოჩოლეიშვილმა "ბარსელონასთან" საგოლე პასი შეასრულა, ქართველი გულშემატკივრები კარგ ხასიათზე არიან. დღეს, 8 ნოემბერს, "ნაპოლის" მატჩია, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს უფრო მიუახლოვდეს და ამ გზაზე გერმანული "უნიონი" საბოლოოდ ჩამოიშოროს. "დიეგო მარადონაზე" ეს გუნდები თბილისის დროით 21:45 საათზე ითამაშებენ.

სამწვრთნელო გაუგებრობა გარსიას თავს, შეცვლის გამო განაწყენებული ლიდერები, "ტიკ-ტოკ" სკანდალი - ეს ხდებოდა ცოტა ხნის წინ ნეაპოლელთა რიგებში, ახლა კი სრული სიმშვიდეა.

რასპადორი ბოლო დროს მიზანში ხშირად ახვედრებს. უკანასკნელ შეხვედრაში ელიფ ელმასმაც გაიტანა. ჯაკომომ გერმანელების კარი პირველ დაპირისპირებაშიც აიღო, ამაში კი
ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდი იყო. "კვარას" კვლავ განსაკუთრებული მეურვეობა ექნება. ბერლინში ის დიდ განსხვავებას ქმნიდა.

"უნიონი" და მისი მთავარი მწვრთნელი ფიშერი ახლა კოშმარში ცხოვრობენ, რადგან ზედიზედ 12 წაგება აქვთ. ასეთი სერიები სადღაც სრულდება. რამდენად გამოვა ეს ნეაპოლში, რთული სათქმელია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბერლინელებს ფრეც არ ეყოფათ.

მთავარი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია. შეხვედრას ნიდერლანდელი მაკელიე განსჯის. სატურნირო მდგომარეობასაც შეგახსენებთ - "რეალს" 9 ქულა აქვს, "ნაპოლის" - 6, "ბრაგას" - 3, "უნიონი" კი უქულოდაა.

altრა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფეხბურთზე წერის დროსაც არ იშლიან პოლიტიკური სისულელეების წერას, ასეთი გადახრები უნდა დაიბლოკოს, უყურეთ ფეხბურთს, წერეთ ფეხბურთზე, ქართველი ფეხბურთელების წარმატებებზე, შეეშვით სულელური აზრების გამოთქმას პოლიტიკაზე, ნატოსკენ მისწრაფების ცუდ შედეგებზე, ვითომ რომელიმე ძველი ხელისუფლების ავ საქმეებზე
პატრიოტი
08 ნოემბერი 2023 13:38
3
დღეს რასპადორი შეასრულებს დუბლს, პოლიტანოს და ზიელინსკის ასისტებით. მერეტი პენსლტს აიღებს. საუკეთესო კი როგორც ყოველთვის კვარა იქნება. ჩქიმ კვარა იზ ზი ბესთ
აირჩიე ხიდი
08 ნოემბერი 2023 12:07
22
მაგ ლოგიკით მოძრაობს მთელი საქართველო
Ioseb-ს
08 ნოემბერი 2023 17:58
0
დუბლი რასპადორის პასები სხვების ხვიჩა საუკეთესო კარგი ლოგიკაა))
Ioseb
08 ნოემბერი 2023 17:15
1
Natyna rebma ar itamasho
Lasha
08 ნოემბერი 2023 10:19
11
დღეს ქართველი საქართველოს ტერიოტორიაზე მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა..რამდენიმე დღის წინ რუსი ჯაღმაიძე იძახდე მოღალატეობრივად ნუ დადიხართ ქართველებო საქართველოს დროშებითო,ჯერ იყო ნაცები ხოცავდნენ ქართველებს ეხლა კი ჯაღმაიძეს მსგავსი რუსული ოცნება
!!
07 ნოემბერი 2023 19:47
72
დაირეხვე ჯიგარო?
!! - ს
08 ნოემბერი 2023 12:45
4
მაგ დროშის უაზრო ქნევამ და ნატონატოს ძახილმა, რაც უკრაინას და სომხეთს მოუტანა, იმას მოგვიტანს ჩვენც.
გიო
08 ნოემბერი 2023 12:01
15
ყველა გამოხმაურება
კვარაა დარტყმენზე იმუშავეეე ! ერადერთი რაშიც არაა ისეთი ძლიერი და რაშიც განსაკუთრებულად უნდა ივარჯიშოს ესაა დარტყმები ყველა დისტანციიდან ! რამდენი გაფუჭებული ბურთები გვახსოვს ცუდად (( შეიძლება ვინმემ თქვას რა დარტყმებში ვარჯიში კაცმა ამდენი გოლი გაიტანა ტოპ ლიგაშიო ! მაგრამ ეს მართალი იქნება საშუალო ფეხბურთელთან მიმართებით და კვარას გაცილებით მეტი მოეთხოვება ! (ისე თავისი ბრალია --არ უნდა გამხდარიყო სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი და არ მოვთხოვდით უფრო მეტი გოლების გატანას DD)
zura222
07 ნოემბერი 2023 13:26
5
წინა სეზონის სტარტზე,გამანადგურებელი სიზუსტით ურტყამდა,კარში.წელს ჯერ ვერ გავიდა,იმ ფორმაზე.თანდათან ყველაფერი მოგვარდება.
სოსო
08 ნოემბერი 2023 18:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული