ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Flashscore-მა გოჩოლეიშვილი "ბარსელონასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" „ბარსელონა“ 1:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგო იყო.

გოჩოლეიშვილი საუცხოოდ გაისარჯა, საგოლე გადაცემა გააკეთა და Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა, რომელმაც მისი გარჯა 7.9 ქულით შეაფასა. whoscored-ისგან ქართველმა 7.4 შეფასება მიიღო, ხოლო Sofascore-სგან 7.0 - ყველაზე მაღალი თავის გუნდში იაროსლავ რაკიცკის და დანილო სიკანის შემდეგ.

ანალიტიკურმა საიტებმა "ბარსელონას" რიგებში საუკეთესოდ ჟოაო კანსელო მიიჩნიეს.