"შახტარი" სუდაკოვს 70 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "შახტარი" 21 წლის ნახევარმცველ გეორგი სუდაკოვს 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

თავად სუდაკოვმა თქვა, რომ დონეცკურ გუნდში ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს - უფრო პრემიერლიგაში.

უკრაინელის სამსახურით "ნაპოლი", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებული. 2023/24-ის სეზონში სუდაკოვმა კლუბში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სუდაკოვი თუ 70 ღირს მაშინ ლავრენტას არ გაემტყუნება 130 რომ უნდა.
G.LA
03:40 01-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული