ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „აიაქსი“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონთან“ 0:2 დამარცხდა.
შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს "ბრაიტონმა" "აიაქსს" ინგლისშიც 2:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. მან 8 ოქტომბრის შემდეგ კლუბში პირველად ითამაშა. მიქაუტაძემ მოედანზე შესვლისთანავე ბორჟეში ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.
„აიაქსი“ B ჯგუფში 2 ქულით აუტსაიდერია და ტურნირზე შემდეგ მატჩს 1-ელ დეკემბერს საფრანგეთში „მარსელთან“ ჩაატარებს.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ბრაიტონი 0:2
გოლები: 0:1 ფატი (15), 0:2 ადენგრა (53)