"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

AutoSharing Option
შოტლანდიური მედია საქართველოსა და შოტლანდიას შორის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (2:2) გამოეხმაურა.

The Scotsman-ი აღნიშნავს, რომ მათ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან გამოადგებოდა.

"ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკის გუნდს მომავალი ზაფხულისთვის ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ან ბაბუა დანუნიდან (შოტლანდიური ქალაქი), ან რომელიმე ჩვენი სხვა რეგიონიდან.

რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, კვარაცხელიამ 22 წლის ასაკში საკუთარ ნაკრებში უკვე 27 მატჩი ჩაატარა, "ნაპოლის" გარემარბმა შოტლანდიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
თვალსაჩინო ტალანტია.

ალბათ, შოტლანდია არაფერს დაიშურებდა, რომ მომავალ ზაფხულს მისი თვითმფრინავით გერმანიაში წაყვანა შეეძლოს, სწორედ კვარაცხელიაა ის, ვინც სტივ კლარკის გუნდს ასე ძალიან აკლია. სამწუხაროდ, ეს ბოლო თამაშმაც დაადასტურა. ხვიჩა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია, ვიდრე ჰარვი ბარნსი, არც ეს უკანასკნელია ცუდი მოთამაშე, თუმცა "ქართველი მაესტროსგან" განსხვავებით, მას ფეთქებადი ძალა აკლია. ზოგადად, ევროპაში კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან.

შოტლანდიასთან მატჩში კვარაცხელია დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული იყო, მან ჩვენთვის პრობლემების შექმნა პირველივე წუთებიდან დაიწყო, თუმცა შოტლანდიამ გაძლო. მაკტომინეიმ დიდი მსხვერპლი გაიღო, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გოლად გარდაქმნა შეუძლია და ევრო 2024-ზე საკუთარი ქვეყნისთვის ადგილი დაჯავშნა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

alt"მაცარის მოთხოვნა კვარაცხელიას" - რას წერს იტალიური მედია

alt"ბელინგემს ჩემს ნათქვამზე გაეცინა... ლეაოზე ეს ისტორია ბევრმა არ იცის" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

alt"გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა" - კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 26 /
დიახ,ჩვენი ქართველები არიან ხვიჩაც,მამარდაც,ჩაკვეც,მიქაუტაძეც და ბევრი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელი(ყველას ვერ ჩამოვთვლი,მაპატიეთ) და დარწმუნებული ვარ მართლა არ ყავს შოტლანდიას ამათი კალიბრის ფეხბურთელები.50 წლის ვარ და ჩემი სუბიექტური აზრით,ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში საუკეთესო თაობა ახლაა.ბევრი არ დამეთანხმება ვიცი,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია ჩემი არგუმენტებით....ერთი კი ნამდვილად ვიცი ბევრი საფეხბურთო ქვეყანა ინატრებდა ამ ბიჭებს
გ.
19 ნოემბერი 2023 14:19
3
გეთანხმები და ხვიჩასნაირი ფეხბურთელი არც გვყოლია. ეს მერე და მერე უფრო გამოჩნდება.
გია
19 ნოემბერი 2023 16:48
3
გია-ს ვერ დაგეთანხმები. მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. პაიჭაძეს, მესხის და ყიფიანის ტოლი სიდიდის ვარკვლავი რომ გახდეს აქვს ამისი შანსი ნამდვილად. ჭიაურელის დოკ ფილმი ვნახე ყიფიანზე და ყველაზე მეტად პაიჭაძის ერთი ფინტი დამამახსოვრდა მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ, ისეთი რამე ჩაუტარა. ერთი მოსკოველი ჟურნალისტის კარგი წიგნი წავიკიტხე და მტელი ტავი ეთმობოდა პაიჭაძეს. მოკლედ რომ ვთქვა 'მოხეტიალე ფორვარდის' ამპლუა დანერგა საბჭოთა ფეხბურთშიო. მესხი 6 ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო მარცხენა თავმდასმელად. ცნობილია, რბილად რომ ვთქვა, რუსები დიდად არ სწყალობდნენ, მაგრამ მე არ ვიცი სხვა საბჭოთა ფეხბურთელი მსგავსი სტატისტიკით. ყიფიანზე კი წერა ზედმეტია, მე პირადად მახსოვს მისი თამაში. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფეხბურთის ისტორია.
გიორგი
19 ნოემბერი 2023 19:14
0
ყველა გამოხმაურება
ქართველ, ბებია-ბაბუებს შემოევლონ, მსოფლიოს ყველა კუთხის, ბებიებიც და ბაბუებიც! ბებია-ბაბუის გაზრდილები ვართ, ოთხივე შვილიშვილები და ამით ძალიან ვამაყობ!
ლაშა
19 ნოემბერი 2023 14:07
1
100%-ით მართალი ხარ!
ლაშას.
19 ნოემბერი 2023 14:22
0
ქართველი ჰყავს სწორედ ბაბუა-ბებია, სამარგალოდან, კერძოდ წალენჯიხიდან…
ლაშა
19 ნოემბერი 2023 12:08
4
შოტლანდიელებო, წაიკითხეთ ძველი მსოფლიოს ისტორიის ინგლისელი ისტორიკოსების წიგნები და ნახავთ, რომ იბერთა შთამომავლები ხართ, ანუ თუ ხვიჩას არ ყავს შოტლანდიელი ბებია-ბაბუა, სამაგიეროდ თქვენ გყავთ იბერი ბებია-ბაბუა. ასე, რომ ამ კუთხით შეგიძლიათ ჩალიჩი.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ნოემბერი 2023 12:47
11
ვინც ბატონ ჟორას დისლაიქი დაუწერა,თვითონ მოძებნოს ინფორმაცია,ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის გენეტიკური კოდის სადაურობის შესახებ.შოტლანდიელების უმეტესობის ძარღვებში,იბერიელების დნმ-იანი სისხლი ჩქეფს.ნურც ბატონი ჟორას განათლებას დააყენებს ვინმე,კითხვის ნიშნის ქვეშ.ვიცი,ვინც არის და დამიჯერეთ,აქ შემომსვლელთა სულ მცირე 99%-ს,ჯიბეში ჩაგვისვამს,თავისი ცოდნით.
სოსო
19 ნოემბერი 2023 14:03
10
პატივცემულო ჟორა, ეგებ ერთი ან ორი პირდაპირი წყარო და კონკრეტული ავტორიც დაგვისახელოთ.
გმადლობთ.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
19 ნოემბერი 2023 18:21
6
ყველა გამოხმაურება
ვითომ არაფერი, არადა როგორი დამამცირებელი კომენტარია. ეს არის გამოძახილი იმის, რომ თვითმყოფად, დამოუკიდებელ ქვეყნად ჯერ კიდევ ვერ აღგვიქვამს მსოფლიო. ამიტომ გვჭირდება ევროკავშირში შესვლა, რომ დანარჩენი სამყაროს ცნობიერებაში გაჯდეს ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანაა და არა რაღაც ტერიტორიული რეგიონი.
Modric
19 ნოემბერი 2023 16:03
16
მსოფლიო პატივმოყვარე და გულზვიადი არამზადებისგან შედგება, რომელთაც მხოლოდ ძალის ენა ესმით (ყველა დონეზე და ყველა სფეროში).
რატი
19 ნოემბერი 2023 16:44
1
თვითონ შოტლანდია არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, 2014 წელს რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის 55%-ზე მეტმა უარი თქვა დამოუკიდებლობაზე. მაგათი აღქმები ვის რაში აინტერესებს.
ნამრები
19 ნოემბერი 2023 19:18
1
ისე ჩვენც, რომ ვთქვათ, მაკ ტომინეი რას დაგვხატავდა სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს იმ პოზიციაზე...
ჯაბა
19 ნოემბერი 2023 16:22
2
ხვიჩას თავი დაანებეთ ჩვენი მარგალიტია!მე მიშოვნეთ დიდი ბრიტანეთიდან ბებია-ბაბუა თუ ასე გულით გინდათ...
გოჩა
19 ნოემბერი 2023 13:47
6
ცნობისათვის გვარი ბარკალაია -ს მატარებლები არიან შოტლანდიელები რომლებიც საქართველოში დასახლდნენ 19 საუკუნეში და შემდეგ ასიმილირდნენ. მათი ნამდვილი გვარია ბარკლი.
suxumchanin
19 ნოემბერი 2023 19:50
10
იქნებ, ბარკალი?
კოლა
19 ნოემბერი 2023 21:36
0
ხვიჩა ნებისმიერ ნაკრებს დახატავდა-იგივე ესპანეთს,ბრაზილიას,არგენტინას.
ოსტატობას გლაზგოს სუპერმარკეტებში ვერ იყოდით და ვერც ამაზონიდან გამოიწერთ.
ასე რომ ცოტაც მოიცადეთ,ჩაკვეც მოიმატებს,არაბიძეც დაიკლებს ერთ 5კილოს,იქ კიტე,წიტაიშვილი..მერე მიემატება მაგათ აბუაშვილი,პარკაძე კიდე მოდიან სხვა ბიჭები და ჰანდიკაპებით მოგიგებთ წყალბურთშიც და მოტობურთშიც
Levani
19 ნოემბერი 2023 18:35
2
კი ჯიმა რა პრობლემაა, სქოთლანდშიც ვიპოვით ერთ-ორ მეგრელ კაი კაცს,ან სულაც დავაარსოთ მეგრული დასახლება გლაზგოსთან ახლოს და დაიბადება მეგრელი-სქოთები, რა იქნება კოლხის და სქოთის ნაჯვარი??))))
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ნოემბერი 2023 19:46
9
არ გეწყინოს მაგრამ რაც უფრო ადრე მიმართავ ფსიქოლოგს მით უკეთესი))
კახა
19 ნოემბერი 2023 21:37
0
რომელ "ლოხს" არ მოეწონა ჩემი კომენტარი, ამ ჩვენს ფეხებს კიდო) (ქეცბას სტილში)
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ნოემბერი 2023 20:11
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული