Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ მალე "ნაპოლი" ქართველს გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს, სამი ევროპული გრანდი მის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.
გამოცემის ინფორმაციით, "კვარას" გადაბირებით მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი" ინტერესდებიან.
"კვარაცხელია ფანტასტიკურად თამაშს აგრძელებს. ის არის "მოქანდაკე", რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი ხელფასი ყოველწლიურად 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მუდმივად განხილვის თემაა.
მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას გასულ ზაფხულს გეგმავდნენ, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს,