"ლავეცი თუ კვარაცხელია? არგენტინელი უფრო გადამწყვეტი იყო" - "ნაპოლის" ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გეორგი გარიკსმა Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ერთმანეთს "პარტენოპეის" ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ეზეკიელ ლავეცი და ნეაპოლური გუნდის ამჟამინდელი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

უნგრელი მცველის თქმით, არჩევანის გაკეთება რთულია, თუმცა უპირატესობა ყოფილ თანაგუნდელს მიანიჭა.

"რას ვფიქრობ მაცარის "ნაპოლიში" დაბრუნებაზე? მან წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს და ბიჭებს ძველებური ჟინი დაუბრუნოს, ბერგამოში "ატალანტასთან" გამარჯვება მაგარი დასაწყისი იქნება.

ოსიმენის არყოფნა შესაძლოა გუნდზე ცუდად აისახოს, თუმცა, თუ მატჩისთვის 100%-ით მზად არ იქნება, სჯობს მაცარიმ არ გარისკოს.

ლავეცი თუ კვარაცხელია? არჩევანის
გაკეთება რთულია, "პოჩო" (ლავეცი) ბრწყინვალე და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი იყო; მეორე მხრივ, კვარაცხელია ძალიან ტექნიკურია და მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. თუმცა, ჩემი აზრით, მატჩის ბედზე უფრო დიდ გავლენას ლავეცი ახდენდა", - განაცხადა გარიკსმა.

შეგახსენებთ, ვეტერანი ფეხბურთელი "ნაპოლის" ღირსებას 2006/2008 წლებში იცავდა.

alt"ჩვენთან თამაშზე ორივე ოცნებობს" - ინგლისური გუნდის ქომაგები "კვარასა" და ოსიმენს ელოდებიან [PHOTO]

altESPN: კვარაცხელიას შეძენა "ჩელსის" გაუჭირდება - "სიტი" გააქტიურდა

alt"ამ ყველაფერს, მხოლოდ ასე გამოვასწორებთ" - მამარდაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბერგამოში გამოჩნდება "არსენ"(ხვიჩა) შენი ვაჟკაცობა!
Ზაზა
16:51 24-11-2023
2
რა მატჩის ბედი ბიჭო?! ტიპმა ტურნირზე მოახდინა ზეგავლენა, თასი აწია და MVP გაცდა. ამან კიდევ მატჩის ბედიო
რა ლავეცი?
22:00 24-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული