"ამ ყველაფერს, მხოლოდ ასე გამოვასწორებთ" - მამარდაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიკაციის გამო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს:

"დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის.

ასევე, ჩვენი გუნდის წევრის
შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე", - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ჩემი აზრით, ეგ კონკრეტული ჩინოვნიკი, არ მინდა გვარი შემეშალოს და არ დავწერ, უნდა გადადგეს. ეს არაა პატარა გადაცდომა. მეტი დიდი რა უნდა შეეშალოს? კაცს თუ მოკლავს, ისეც დაიჭერენ და საქმე დააზიანა, კიდევ როგორ უნდა იმუშაოს? თვითონ თუ არ დატოვებს პოსტს, ზემდგომმა გაათავისუფლოს- რას უყურებს?
მედეა
22:02 24-11-2023
1
მამარდას კომენტარში მე ვკითხულობ გულმხურვალე, ქართველი კაცის სიტყვებს. ძალიანაც მომწონს ერთობას რომ ახსენებს,ამ ერთობაში მე გუნდურობას ვხედავ,მაგრამ...ამ ქართულ, რეგვენულ, ჯიუტ, ჩინოვნიკურ სიტუაციებს რა ეშველება ნეტავ!?
შე ვაი ქართველო ჩინოვნიკო, რატომ ხარ დარწმუნებული ისეთ ამბებში, რომელიც არ წაგიკითხავს, არ მოგიკითხავს, არ დაინტერესებულხარ!?
წინა ერთა ლიგა რო წაგვასხმევინეს ხო დაბრალდა კორონას)))! ეხლა ვაბრალებთ ვინმე სამჭკუას.. რომელმაც არ იცოდა და რა მისი ბრალია, არ იცოდაო, არაო და ეს არც ცოდვაოო!
არსებობს ესეთი მცნება... პასუხის მგებელი პირი.. ეს პირი ფეისბუქპოსტს წერს და 2 ჯერ მოხდილი ბოდიშით, გვაცნობს ბედნიერ ამბავს, რომ ის ისევ აგრძელებს თავის საქმეს და უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომა! იცით რა კითხვა მიჩნდება.. ყველა ასეთი უპასუხისმგებლოები ვართ ამ ქვეყანაში??? ამ "ტიპმა" რა უნდა გამოასწოროს თუ პასუხისმგებლობა არ იცის რა ხილია?? ჩემი სუბიექტური აზრით,არავის არ სურს არაფრის გამოსწორება, და არც ფედერაციაში არ მოღვაწეობს დღეს არცერთი პასუხისმგებელი პირი. რაც იყო ადრე, ჩეიჯვი" სიტუაცია, იგივეა დღეს, იგივე იქნება ხვალ და არც ზეგ იქნება სხვა!
დავით ქართველი
12:28 24-11-2023
2

სიახლეები პოპულარული