გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა, sofascore-ისგან 7.5 შეფასება დაიმსახურა, flashscore-ისგან კი - 7.1.
მასპინძელთა ლიდერმა რონალდომ 78-ე წუთამდე ითამაშა, მარცელო ბროზოვიჩმა და სადიო მანემ - შეუცვლელად. მე-2 წუთზე კრიშტიანო მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პორტუგალიელმა უთხრა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და თერთმეტმეტრიანი გააუქმებინა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მცველის, ალი ლაჯამის გაძევების გამო მე-17 წუთიდან კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.
E ჯგუფში „ალ ნასრი“ 13 ქულით პირველ ადგილზეა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო „პერსეპოლისს“ 8 ქულა აქვს, მეორე პოზიცია გაინაღდა და პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. 5 დეკემბერს ირანული გუნდი, ბოლო ტურში, „ალ დუჰაილს“ უმასპინძლებს.
ერ-რიადი. „მრსუპ პარკი“
ალ ნასრი - პერსეპოლისი 0:0
გაძევება: ალი ლაჯამი (17, ალ ნასრი)