"მის რჩევებსა და მითითებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "ალ ნასრის" სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ალ ნასრის" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ფიენგამ კრიშტიანო რონალდოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფიენგამ ხაზი პორტუგალიელი ფეხბურთელის სათამაშო და პიროვნულ თვისებებს გაუსვა.

ფიენგას თქმით, კლუბი რონალდოს რჩევებსა და მითითებებს აუცილებლად გაითვალისწინებს, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მათ ლეგენდარულ მოთამაშესთან ერთად, მაქსიმალურად ბევრი ტიტულის მოგება სურთ.

კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრს" 2023 წელს შეუერთდა. მის ანგარიშზე 74 მატჩში 68 გატანილი გოლია.

ცნობისთვის, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ალ ნასრს" მალე სტეფანო პიოლი გაწვრთნის.

მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

altსტეფანო პიოლი კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ჩაიბარებს

alt"მწვრთნელობა სწორედ ამის გამო არ

მსურს"- კრიშტიანო რონალდო

alt"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული