"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 2:4 დამარცხდა.

ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ - ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის, „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების, ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების მერე მწვრთნელმა მაცარიმ სიმეონე ოსიმენით შეცვალა, ხოლო ანგისამ თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში ნეაპოლელებს შანსი მიეცათ - ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევისას პასი კარის წინ ნიგერიელს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ვალვერდემ ჩაუჭრა. თამაში კიდევ უფრო სანახობრივი გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, შანსი „კვარამ“ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულმა ხოსელუმაც. ტრავმირებული ზელინსკის ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა, „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. თუმცა მალე მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ, მეკარე მერეტმა გატანა რიუდიგერს და ბელინგემს არ დაანება, 19 წლის პასის შორიდან გასროლილს კი ვერ გაუმკლავდა. კომპენსირებულ დროში ხოსელუმაც დაამწუხრა და "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა.

პარალელური შეხვედრა "ბრაგასა" და "უნიონს" შორის 1:1 დასრულდა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)

მკითხველის კომენტარები / 59 /
თითქოს სისწრაფე და სისხარტე აკლია კვარას. ჩემის აზრით, კვარას ნაირ გარემარბს გუნდისგან განსხვავაებით, სხვანაირი ინდივიდუალური ვარჯიშები ჭირდება. ერთი დრიბლინგი ვერ განახორციელა გუშინ, რაც ძალიან გასაკვირია ამხელა ტალანტისგან. ზედმეტად გუნდურად თამაშობს და თავისთავზე არ/ან/ვერ იღებს თამაშს. ამ ლობოტკაზე რომ ამბობენ მეორე ინიესტააო, ვაფშე არ მომწონს. მოედნის ცენტრში ბურთს რომ მიიღებს ჯერ უკან უნდა შემობრუნდეს და მერე 1 სთ. უნდა იფიქროს როგორ გაანაწილოს ბურთი. ეგ მარტო საჯარიმოდან ბურთის ამოტანაში ვარგა. ხვიჩას თამაშები რომ მახსოვს რუბინში, ბათუმში და წინა სეზონის პირველ ნახევაში, დრიბლინგები, გამწვავებები....ეხლა ერთი მაგარი დრიბლინგი სანატრელი გაგვიხდა..... წარმატებები კვარა!!!
gio
30 ნოემბერი 2023 19:47
1
კვარაცხელიას აღნიშვნა ძალიან გამაღიზიანებელია იმიტომც გაუშვეს ერთ წუთში გოლი გაბრაზდნენ რეალის ქართველი ფანები
ჟორა
30 ნოემბერი 2023 17:17
5
ჯერ ერთი რომ რეალი არა მხოლოდ ნაპოლიზე არამედ 2-3 (სიტი, ბაიერნი, -პსჟ) გუნდის გარდა 10 თავით მაღლა დგას, მეორეც ნაპოლის დაცვა საშინლად გამოიყურებოდა, ცენტრი საერთოდ არ ვარგა და ხვიჩას მხარეს საერთოდ მკვდარი იყო ფლანგი. დილორენცო მხოლოდ თუ თამაშობს, ლობოტკა-ზელენსკი კიდევ ვერ მივხდი რას ბოდიალობდნენ. ასე თუ ისე ლვარა და პოლიტანო ფლანგებიდან ცდილობდნენ რაღაცას, აი თავდამსხმელი არ იყო გუშინ მოედანზე ასე მგონია მე. ამიტომ თუ წააგო რეალთა ეს არაა კატასტროფა, აი მონცას და ვერონას რომ ვერ უგებ ეს უფრო მგონია კატასტრობა ვიდრე გრანდებთან ამრცხი.
სიახლე
30 ნოემბერი 2023 15:52
1
რეალისტურად უნდა შევხედოთ სიტიუაციას: არაა ნაპოლი რეალის კლასის გუნდი და არც ხვიჩაა მარადონა რომ მარტომ ათრიოს გუნდი.

Gogi
30 ნოემბერი 2023 14:17
2
Ფაქტია, რომ ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც მოველოდით. Რეალი შეთამაშებული, უმაღლესი ტექნიკურ ტაქტიკური მომზადების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ანჩელოტი კი სამწვრთნელო ხელოვნების უმაღლესი ქურუმი! Ნახეთ რა იქნა ტაქტიკურად ნაპოლის,ჯერ ვთქვათ რომ ნახევარი ძალით ეთამაშა, მათ დანაკლისზე არაფერს ვამბობ,როცა დაჭირდათ როგორ დაუმალეს ბურთი, ან რა პასები აკეთეს, ან როგორ მოძრაობდა რეალის ნახევარდაცვა და შემტევები, ან რა დონის ინდივიდუალური ტექნიკა გააჩნია თითოეულ მათგანს და უცბად ერთი გადაცემა და გოლი...ხვიჩას რაც შეეძლო გააკეთა, მეტის გაკეთების საშუალება ანჩელოტი არ მისცა... Ნახეთ როგორ მეურვეობდა მას კარვახალი და რუდიგერი და შევადაროთ როგორ მეურვეობდნენ ნეაპოლელები ბელინგემს და როდრიგოს... Შეადარეთ?ეს გახლავთ ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გადამწყვეტია ამ დონის დაპირისპირებების დროს... Აბა ბელინგემს ყოლოდა იმგვარი მეურვეობა, როგორც ხვიჩას, ვნახავდით რასაც შეძლებდა... Ცოდოა ხვიჩა ამ დონის გუნდში, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... Და ველოდოთ....
Დათო
30 ნოემბერი 2023 14:01
1
ბელინგემი სუსტია ხვიჩა კი მაგარზე მაგარი, მარა ის იტანს, ხვიჩა ხან ხო დახან ვერა,მარააა...
ერთი რამ გვავიწყდება, ბურთი მრგვალია! კვადრატნი რომ ყოფილიყო მაშინ გენახათ რა ბიჭია კიკოლიკო კიკკო, მარაა... ბედი უნდა ყველაფერს, ბედი!
კ ო მ ბ ლ ე
30 ნოემბერი 2023 13:22
24
ძაან აჭრილი ხარ! წადი ჰოკეის უყურე!
კომბლეს
30 ნოემბერი 2023 17:27
2
პირველ რიგში რაც თვალში საცემია სამივე მწვრთნელი ერთი ტაქტიკით ათამაშებს, მაგრამ როგორ დავიჯერო რომ სამივეს ხელში ერთი და იგივე მეორდება, ხვიჩას დროზე საჭირო დროს არ აძლევენ პასს, აძლევენ მაშინ როცა 2,3 მცველია მასტან ეს არის ეგოისტური განწყობა გუნდსი რაც აუფერულებს მის თამაშს, ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს გუნდი და უკეტესი გახდება, ამის ყველანაირი უნარი აქვს.
გია
30 ნოემბერი 2023 13:19
1
ძალიან სამწუხარო იყო იმის ყურება, თუ როგორი დაკომპლექსებული თამაშობდა ნაპოლი რეალის წინააღმდეგ, ასე იყო ნაპოლიში, ასე იყო მადრიდში. გასაგებია, რომ რეალია, რომ უდიდესი კლუბია, მაგრამ მანდრაჟი ეტყობოდა ყველას, აბსოლუტურად ყველას, მათ შორის კვარასაც. სულ შიშით თამაშობდნენ და მაინც 3-4 გოლი გაუშვეს ორივე თამაშში. დღევანდელი რეალი 100დან 100 თამაშს მოუგებს ნაპოლის, თუ ასე თავიდანვე აღიარებ, რომ ისაა მაგარი და შენ სუსტი. ისე სად რეალის ნახევარდაცვა და სად ნაპოლის, ანფისა კარგია, მაგრამ მაგარი ნაღდად არაა, იგივე ზელინსკი, კარგია, მაგრამ სუპერი არაა. ასეა ყველა რგოლში, თუ კვარას არ ჩავთვლით.
????
30 ნოემბერი 2023 13:01
3
Ras profesorobt tbili otaxebidan.kvara Ze napoli ar tamashobs da es osimeni formashi araa, lobotka vafshe chaikarga da verafers qmnis.mereti da dacva katastrofaa saertod. Ancheloti aris fexburtis profesori da egeti napolit verafers uzav.xvichas ro daertya eg burti da ver gatana osimens rato ar micao ityodnen.zelinskize chartyma witeli iyo.sluckim sworad agnishna, kvaras tavisuflebaze unda mice moedanze ro shedegi ani iyoso.
Gia
30 ნოემბერი 2023 12:58
2
ვაღიაროთ, ბელინგემთან ახლოსაც ვერ მივა ხვიჩა. ვისაც სხვა აზრი აქვს გადაახვიეთ გუშინდელი თამაში.
ზურაბი
30 ნოემბერი 2023 11:23
13
შენ ფეხბურთი ისე გესმის , როგორც ირაკლის ჩინური ( ა რ კ ვ ი ე ახლა ვინაა ირაკლი ) დაიხსომე,,პროფესორო " ბ ე ლ ი ნ გ ე მ ი კი არ ათამაშებს რეალს , არამედ პირიქით ! შენ კი ხვიჩა ს თ ხ ო ვ იმ დაცვით და (გარკვეულ წილად)ნახევარ დაცვით ,ფ ი ნ ტ ე ბ ი ს კორიანტელი დ ა ა ტ რ ი ა ლ ო ს მოედანზე ¡¿ მასე ყველი ხაჭაპურში
მამუკა
02 დეკემბერი 2023 19:09
0
ნაპოლის გარდა, სხვა გუნდების თამაშებისთვისაც რომ გეყურებინა, მიხვდებოდი, რომ არც შარშანდელი ბელინგემი იყო ნაკლები. ვინც დორტმუნდს უყურებდა, დამეთანხმება. რეალი ტყუილად არ ისვრის 110 მილიონებს ფეხბურთელებში.
ციციკორე
30 ნოემბერი 2023 13:20
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული