როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე "რეალთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა, Whoscored-ისგან - 6.6, ხოლო Flashscore-სგან - 6.4. ნეაპოლური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასებები ჯოვანი დი ლორენცომ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და ჯოვანი სიმეონემ მიიღეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი "რეალის" შემტევი ჯუდ ბელინგემი გახდა (9.0, 9.1, 9.5).

მკითხველის კომენტარები / 50 /
ნაპოლიმ წააგო ე.ი ხვიჩას ბრალია.ახლა დაველოდოთ მოგებას,რომელიც დი ლორენცოს დამსახურება იქნება რა თქმა უნდა..
გოჩა
04 დეკემბერი 2023 10:07
0
ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებ მერე ინტერესდებიან შეფასებებით და ქულებით...რას გავს ბეისბოლს და ამერიკულ ფეხბურთს დაემსგავსნენ
ჟორა
01 დეკემბერი 2023 12:12
0
ხვიჩას რეგრესი არა აქვს, უბრალოდ ნაპოლი არაა ისეთი ძლიერი როგირც შარშან. ხვიჩას ახლა დაცვაშიც უფრო ხშირად უწევს ჩამოსვლა, შესაბამისად უფრო იღლება, კიმი არაა, ოსიმენი ტრავმირებულია, ამიტომაც ვერაა ნაპოლი იმ სიმაღლეზე როგორც შარშან იყო. ხვიჩა 2-3 ფეხბურთელს ისევ ,,იწებებს,, ეს ათავისუფლებს სივრცეებს და ასე შემდეგ. ასე რომ გოუ კვარა გოუ!!!
ბექა
01 დეკემბერი 2023 09:54
0
"Ნაპოლის" დაცვას და მეკარე მერეტს, ნებისმიერი საშუალო გუნდი ათრევს და გაუტანს! Ხვიჩას კი, მეტი სისწრაფე და ახალი ფინტები ჭირდება.
Ზაზა
30 ნოემბერი 2023 19:53
0
ვინც ბელინგემსა და ხვიჩას ადარებს ერთმანეთს,ან უვიცია ან ბრმა.მოედნის ნებისმიერ წერტილში დაგხვდება ბელინგემი,არის სწრაფი,მოედნის ხედვა და საჭირო დროს დარტყმა და დროული პასი.მეტი რა უნდა ქონდეს ფეხბურთელს.თან ანჩელოტის ხელშია.ამ თვისებებიდან ბევრი აკლია ხვიჩას.ზედმეტმა კვარადონას და ხვიჩიტოს ძახილიც არაა საჭირო ისევ მის სასიკეთოდ
გიორგი
30 ნოემბერი 2023 18:53
5
რეალი შენგან მოწონებული მარტო ერთი ფეხბურთელი კი არაა ,არამედ მასავით ძლიერი მ ო თ ა მ ა შ ე ე ბ ი თ დაკომპლექტებული გუნდია! ამიტომ ,,გულაობს" ის ბიჭი მათი მხარდაჭერით ! ნაპოლი კი...გაყიდეს კ ი მ ი ნ ჯ უ და..დაცვა დაიშალა ფ ა ჩ ი კ ო ს გ ა რ მ ო ნ ი ვ ი თ! ვინ ყავს ქართველს მხარის დამჭერი ? ყველა საკუთარ ,,ჯ ი ბ ი ს ა კ ე ნ"ი ქ ა ჩ ე ბ ა! რამდენი ზედმეტი გადაცემები , უმიზნო უ მან დახევა, შეტევაზე კუს ნაბიჯით სიარული და ათასი სხვა უბედურება! და ამ დროს ! შენ არ მოგწონს ეულად მოთამაშე ქართველი , რომელსაც სწორედ რომ იტალიელებმა უწოდეს ,,კ ვ ა რ ა დ ო ნ ა" ,ჩვენები კი ხ ვ ი ჩ უ ნ ა ს უწოდებენ მოფერებით! არ მოგწონთ? მწყერი დ......თ ნ ა ყ ა ნ ე ვ შ ი. ბიჭი მილიონმა ვერ გ ა ა ფ უ ჭა და...თურმე სახელი უშლის ხელს.. საინტერესოა მილიონი მწვანე ,რომ გქონდეს ხელფასი.შენ შეიცვლებოდი
მამუკა
01 დეკემბერი 2023 00:50
0
ბელინგემი და კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობენ განსვავებული ფუნქციებით და რატომ ვადრით ერთმანეთს
გიორგი
01 დეკემბერი 2023 00:46
0
ყველა გამოხმაურება
მეტი სითამამე და გამბედაობაა საჭირო. ბურთის არ უნდა გეშინოდეს და ნუ იმალები.
ავთანდილი
30 ნოემბერი 2023 15:58
0
ერთი რამე გვავიწყდება რომ ნაპოლი მეტოქე იყო მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი, რომელიც ტრავმების მიუხედავად იდეალურ ფორმაშია. რეალთან შედარებით აშკარად გამოჩნდა რომ ნაპოლი ერთი საშუალოზე ოდნავ უკეთესი გუნდია. მარტო ხვიჩა კი არა ბევრი ვარსკვლავი ვერაფერს აკეთებს ბერნაბეუზე. გეთანხმებით რომ შარშანდელთან შედარებით უკლო, მაგრამ უკლო მთელმა გუნდმა და ნუ ტეხავთ ხვიჩაზე ყველაფერს. ათამაშდება და დარწმუნებული ვარ რეალის დონის გუნდშიც ითამაშებს. ყველაფერი წინ აქვს
david
30 ნოემბერი 2023 14:31
3
კარგი რაა ხვიჩა, მე-3-ედი არა ხარ,რაც იყავი შარშან, თან გრანდებთან რომ მინდა ნიჭი გამოაჩინა-ვიამაყოთ,და იქ რომ დამალული ხარ- იმალები(?!), აღარც დრიბლინგი,აღარც ფონტები,აღარც ...მიიღებ პას და ეგრევე-უკან(?!).

ალბათ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არსებობს და მოიშორე რაა,განთავისუფლდი ყოველგვარი პრობლემებისაგან, საკუთარი ფეხბურღი ითამაშე,თავისუფლად,მუდმივ იაქტიურე... ისე ჩერდები ხოლმე,თან ხაზზე შეშინებული,დაფრთხალი,ჩამოუყალიბებელი-მენტალურად არა მტკიცე ახალგაზრდასავით ხარ და..რატომ(?!).
იაქტიურე რაა, ირბინე,მუდმივ ეძებე თავისუფალი ზონები-სივრცეები დრიბლიგისათვის,ფინტებისათვის,დაარტყი და გაიტანე -კარებთან მისულის ხარ და პას სად აძლევ და რატომ(?!), მოკლედ ლიდერობა აიღე, ლიდერობა, მისთვის საკუთარ თავზე თამაში მუდმ8ვ უნდა აიღო!
მით უმეტეს მაძარი გეუბნება- გაძლევს შესაძლებლობას ყველგან, თავისუფლად ითამაშ-ო და მაგ გვერდითი ხაზს მაინც არ შორდები(?!),მით რომ მარტივად გკეტავებ და შედეგად-პასი უკან(!) ,
თუ არ შეიცვლები,მეტი აგრესიული არ იქნები -შემართებით და თავისუფლად არ ითამაშებ...-სათადარიგოდ იქცევი და მაყურებელიც აღარ მოითხოვს შენს თამაშს, ვეღარ ხედავს შენში იმ საოცარ ნიჭს და თამაშს, რაც გაქვს და რაც შარშან აჩვენე.
გლახუნა
30 ნოემბერი 2023 14:09
5
ქომაგს! აქ გპასუხობ რომ არ წაიშალოს კომენტარი, დავიწყოთ იმით რომ ანგისას ხვიჩასთვის საერთოდ არ უნდა მიეცა პასი, პირდაპირ ოსიმენზე უნდა გაეკეთებინა, უფრო მოულოდნელი და სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ანგისას მაგას ვერ მოსთხოვ, არ აქვს სათანადო ინტელექტი, მეორე ის რომ იძახი ხვიჩაზე უნდა ააწყოს გუნდის თამაშიო ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ არ არის ხვიჩაში საკმარისი ლიდერის თვისებები, ძალიან მორიდებულია და ვერ იღებს თავის თავზე თამაშს, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება არ ვიცი, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ალბათ ენის ბარიერიც არის, დარწმუნებული ვარ ჯერ ისევ ვერ ურთიერთობს გუნდელბთან საკმარისად ახლოს. მოკლედ გეთანხმები იმაში რომ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო საკუთარ თავზე ხვიჩას,როგორც ფიზილურად ასევე ფსიქოლოგიურად. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს ნაკრებში სადაც უპირობო ლიდერია, თამამადაც თამაშობს და გუნდელებიც ენდობიან და სულ ხვიჩას ეძებენ, იმიტომ რომ კომუნიკაციის პრობლემა არა აქვს, ნაპოლიში კი პირიქითაა
მამუკა
30 ნოემბერი 2023 13:40
2
ალაბას, რუდიგერს, კროოს და მოდრიჩს ეცოდინება ან ინგლისური ან გერმანული, დაამატე ისიც რომ ანჩელოტი რამოდენიმე ენაზე მშვენივრად ლაპარაკობს, ასე რომ ბელინგემს კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება, ხვიჩას პრობლემა ლოკომოტივში და რუბინში საწყისს ეტაპზე იყო ზუსტად ენის ბარიერი, მაშინ მწვრთნელი იძახდა რომ არც რუსული ესმის და არც ინგლისურიო, მას მერე დახვეწა ცოტა რუსული. მე საურთიერთო ენის ცოდნას ვგულისხმობ, მოედნის გარეთ რომ იურთიერთო გუნდელებთან, ეგ ურთიერთობა გეხმარება შემდეგ უკვე მოედანზე.
Qomags
30 ნოემბერი 2023 18:51
0
შენი აზრით ბელინგემი ესპანურად ჭიკჭიკებს? ან ნაპოლის ლეგიონერები ყველანი იტალიურად საუბრობენ. საკმარისი ინგლისური იცის კვარამ და მისმა თნაგუნდელებმაც, იმისთვის რომ ფეხბურთის თანაგუნდელებისთვის საჭირო კომუნიკაცია დაუმყარდეთ. მაგრამ კომუნიკაციის ნაკლებობა აქვთ საფეხბურთო ხელოვნების და არა პოლიგლოტური უნარების თვალსაზრისით. გუშინ თუნდაც მარცხენა მცველს ხელითაც უხსნიდა რა უნდა ექნა, საით ჩაერბინა, როგორ გახსნილიყო, როგორ დახმარებოდა, მაგრამ კაცი ცენტრალურ მცველად დაბერდა (35 წლისაა) და ვერ აუღო ამეებს ალღო. ამას კი არა ურუგვაელსაც მანუელ რუისთან შედარებით საერთოდ არ ესმის კვარასი, საპირისპიროფლანგს თუ შეადარებ - დი ლორენცოს და პოლიტანოს ამათთან შედარებით სრული იდილია აქვთ. იგივე სხვებზეც ითქმის. ხშირად კვარა გასცემს პასს, რომელსაც უკუპასი უნდა მოჰყვეს, მაგრამ ამის მაგივრად ზურგს აქცევენ, კვარას სპრინტი უცუდდება, გუნდის შეტევა კი საპირისპირო ფლანგზე ფლავდება. ასე რომ ენობრივი ბარიერი კი არა, საფეხბურთო კლასში განსხვავება ქმნის კომუნიკაციის პრობლემას, ძმაო.
qomagi
30 ნოემბერი 2023 16:50
1
აბა, წავიდაა ხვიჩას კრიტიკაა! ხალხნო, დაანებეთ თავი ამ ბიჭს და აცალეთ თამაშიიიი! უკვე საშინელი პარანოიკული ამოჩემა გჭირთ, მტერს თუ ამოიჩემებთ ვინმეს, არ ახარებთ რა? თქვენ ხართ ვამპირები ადამიანს სისხლს წოვთ და არ ახარებთ, თქვენნაირი ვაი გულშემატკივრები სულ არ ყავდეს ხვიჩას ნამდვილად ჯობია! ზოგიერთები, რო ამუნათებენ ცოლი არ უნდა მოეყვანაო, ჯერ ესეთი ვინ გეკითხებათ თქვენ, ცოლის მოყვანას ან არ მოყვანას? ესეც ერთი ნიშანი იმისა, რო ხართ მაგარი უვიცები! ხვიჩას პირადია და მისი სივრცე, რას იჭრებით სხვის საქმეში? ვკითხულობ კომენტარებს და შეიძლება გაგიჟდე ადამიანი, ისეთ სისულეებს წერთ. ყველაზე კარგი იცით რა არის? დაეტიოთ თქვენს ტყავებში და ნუ ისულელებთ თავებს. ასე უფრო ჯობია ,თქვენთვისაც და განსაკუთრებით ხვიჩასთვისაც!
ურა პატრიოტებს!
30 ნოემბერი 2023 13:25
7
ამდენ ფეხბურთის მცოდნე,,ვაი" პ რ ო ფ ე ს ო რ ე ბ შ ი , ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ ადამიანები , რომლებთაც მართლა გაეგება თ ,რომ ფეხბურთი მარტო გაბერილი ბურთი არ არის ს ა ღ ო ლ ჯ ი გ ი ტ! მომეწონა თქვენეული შეფასება!!!
მამუკა
01 დეკემბერი 2023 01:13
0
ვაი შენს პატრონს!
ურა პატრიოტ გოგის.
30 ნოემბერი 2023 18:56
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული