"მხოლოდ მერეტია დამნაშავე? "კვარას" შეცდომაზე რატომ არავინ საუბრობს?" - Sky Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე

AutoSharing Option
Sky Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალისა" და "ნაპოლის" (4:2) მატჩს გამოეხმაურა.

მარკეტის თქმით, შეხვედრის გარდამტეხი მომენტი 2:2-ზე ხვიჩას მიერ გაცუდებული მომენტი აღმოჩნდა.

"ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორია. მხოლოდ მერეტია დამნაშავე? ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ასეთი დარტყმები მარტივი მოსაგერიებელი სულაც არ გახლავთ.

ჩემი აზრით, ბევრად დიდი შეცდომა ხვიჩა კვარაცხელიამ დაუშვა. ოსიმენს საშინელი გადაცემა გაუკეთა, მას ეპიზოდის თავად დასრულება და დარტყმა შეეძლო. ამიტომ მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია. ზოგადად, შემტევების შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ,
თითქოს ეს შეუმჩნეველი რჩება ხოლმე", - განაცხადა მარკეტიმ.

ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

altრატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

alt"რუდიგერმა ცხოვრება გაურთულა... გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე შანსი გაანიავა" - რას წერს იტალიური პრესა "კვარაზე'

მკითხველის კომენტარები / 33 /
„საშინელი გადაცემა“ როგორ იყო, როცა ფეხებს შორის გაუძვრინა მცველს? უკაცრავად, რომ ვეღარ ხედავდა დაზღვევაზე თავქუდმოგლეჯით გამოქცეულ ვალვერდეს. შემტევები ყველა შანსს ვერ გამოიყენებენ, ეგ უნდა იცოდეს „ექსპერტმა“. მაგ თამაშშივე რეალმა რამდენი 100%-იანი გაანიავა, არ უყურა? შემტევს უნდა მიეცეს 4-5 შანსი, რომ იქიდან 1-2 შედეგით დამთავრდეს. მაგრამ როცა დაცვა და მეკარე გახვრეტილია და ბურთის წინ არ მიდის, რა შემტევის შეცდომაზე მელაპარაკება?
ნიკა
13:23 01-12-2023
6
მართლა გამიკვირდა რატო არ დაარტყა სიტუაცია ვერ შეაფასა სწორედ უკეთესი უნდოდა გასაგებია მარა მაგ წერტილიდან კვარა როხარ უნდა დაარტყა
beqa
12:53 01-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული