"კვარაცხელია "ბერნაბეუმ" შეაშინა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
La Repubblica-ს ჟურნალისტი ანტონიო კორბო ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალისა" და "ნაპოლის" (4:2) მატჩს გამოეხმაურა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

კორბოს თქმით, ქართველი ფეხბურთელი "ბერნაბეუს" სავსე ტრიბუნებმა შეაშინა.

"ნაპოლი" ენთუზიაზმით თამაშობდა და ეძებდა გზებს, თუ როგორ მოემარაგებინა გადაცემებით ვიქტორ ოსიმენი, ნიგერიელი მომენტებში ხიფათს ქმნიდა და ჩვეულებისამებრ საშიშად გამოიყურებოდა, განსხვავებით კვარაცხელიასგან, რომელიც ალბათ "ბერნაბეუს" სავსე ტრიბუნებმა შეაშინა", -  განაცხადა კორბომ.

ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის"
პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"მხოლოდ მერეტია დამნაშავე? "კვარას" შეცდომაზე რატომ არავინ საუბრობს?" - Sky Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე

altრატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

მკითხველის კომენტარები / 28 /
22 წლის ბიჭი,დავსებული საქართველოს ჩემპიონატისა და არა ნაკლებ ბანძი რუსეთის ჩემპიონატის მერე,სულ მეორე წელია ასეთი დონის ჩემპიონატში თამაშობს,თან როგორ და თქვენ რას ითხოვთ? ბელინგემი,ლეაო,მბაპე და დანარჩენები ისეთ პირობებში ვარჯიშობდნენ და გაიზარდნენ,საქართველოში არც კი დაგვესიზმრება,ტრაწიან ბრატისლავას სლოვენს რომ ტრენაჟორები აქვს,ჩვენს ნაკრებს არა აქვს ისეთი.იმათ ვარჯიშების საყურებლად,საქართველოს ჩემპიონატის ყვ ელაზე მაგარ მატჩე დამსწრე გულშემატკივრებზე 10 ჯერ მეტი ესწრება.ხვიჩა არის ძალიან მაგარი ბიჭი,ღმერთმა დალოცოს და გაახაროს.ყველა ქართველ სპორტსმენს სპორტულ იღბალს,უტრამვო კარიერასა და დიდ წარმატებებს ვუსურვებ.გაიხარეთ და გაგვახარეთ
გურულო
15:10 01-12-2023
7
ხვიჩა არის უნიჭიერეს ფეხბურთელი და გამონათება ქართულ ფეხბურთში. მას თავისი სიტყვა ჯერ კიდევ სათქმელი აქვს და იტყვის კიდეც. მანამდე კი ექნება აღმასვლები და დაღმასვებლი, ბევრი ძლიერი თამაშები და ასევე სუსტი თამაშები. ესაა აბსოლუტურად ნორმალური და არაა რამე განსაცდელი.

კვარადონა, მარადონა, ოქროს ბურთი, უცხოპლანეტელი... არ ვიცი რა იქნება და როგორ დაამთავრებს კარიერას, ღმერთმა ბევრი წარმატება მისცეს თავის და ქვეყნის სასახელოდ, მაგრამ ჯერ რაც არაა, არაა, და არ მესმის რად გვინდა ეს ზედმეტსახელები და გაზვიადებული მოლოდინები, რომ ყველა თამაშში მაკრატელათი უნდა გაიტანოს გოლი. პირიქით უნდა მოვუხსნათ ეს წნეხი, რომ იფიქროს საქმეზე რასაც ვარჯიშზე და თამაშებზე კონცეტრაცია ქვია.

azri
18:41 01-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული