"მასში მომავალ მესის ან რონალდოს ვერ ვხედავ, მაგრამ..." - იტალიელი აგენტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ფრანკო კამოციმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არ ჰგონია, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ ქართველს ვარსკვლავური ციებ-ცხელება შეეყრება.

"ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია. არა მგონია, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე მოხვედრისა და ამ დიდი წარმატების შემდეგ მას ვარსკვლავური ციებ-ცხელება შეეყრება ან ჯიუტი მოთამაშე გახდება.

მასში მომავალ მესის ან რონალდოს ვერ ვხედავ, მაგრამ კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია", - ციტირებს კამოცის ODDS.ru.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კვარას სჭირდება პაპაკარლოსნაირი, კლოპისნაირი ან ა.შ. კვალიფიციური მწვრთნელი, თორემ ეს ლაურენტისი ისეთ მწვრთნელებს არჩევს (ფულის დაზოგვის მიზნით) რომ კვარა მალე დაიკარგება ნაპოლიში, ფეხბურთელებიც აღარ ჰყავს აშკარად, ცოდოა ასეტი დონის ფეხბურთელი ასეთი მწვრთნელების ხელში.
bebe
15:03 04-12-2023
5
ბელინგემის მაგალითი ავიღოთ რასაც რეალში აკეთებდა დორტმუნდში ვუყურებდი ვერ აკეთებდა ასე რომ კვარაც რო გადავა შესაბამის გუნდში შესაბამისად ათამაშდება...ბოლო ბოლო კრაიზე მცველი არ ყავს ვისაც აყიყოლიებს თამაშში.
სიმართლე
13:27 04-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული